ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 07:08-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:15-ზე
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად; ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, შეასრულეთ საოჯახო საქმეები. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
ვერძი
ეს დღე შესაფერისია შერიგებისთვის, რომანტიკული ურთიერთობების განახლებისთვის. თუ მარტო ხართ, დიდი შანსი გაქვთ გაიცნოთ საინტერესო პიროვნება. ნუ მოგერიდებათ აჩვენოთ თქვენი ნიჭი, გაუზიაროთ საინტერესო იდეები ან გეგმები გარშემო მყოფებს. დაოჯახებულებმა მოაწყვეთ განსხვავებული ვახშამი ახლობლებისთვის.
კურო
წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. გამოავლინეთ სიმტკიცე რთული საკითხების გადასაჭრელად, გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან თქვენით და შემოგთავაზებთ მომგებიან თანამშრომლობას. იმპულსურად შეძენილი ძვირად ღირებული ნივთები სწრაფად გაგიცრუებთ იმედს.
ტყუპი
დღეს გექნებათ შანსი შეცვალოთ ბევრი რამ თქვენს ცხოვრებაში. გამოიყენეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც მოგეცემათ. თავაზიანობა და არასტანდარტული მიდგომა ხელს შეუწყობს თქვენთვის საჭირო შედეგების სწრაფად მიღწევას.
კირჩხიბი
იმისთვის, რომ წარმატებას მიღწიოთ, შეადგინოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა. 8 იანვარი კარგი დღეა მოლაპარაკებების, ხელშეკრულებების ან გარიგების ხელმოწერისთვის. არ მოუსმინოთ რჩევებს. საღამო გაატარეთ განმარტოებით.
ლომი
დრო დაუთმეთ დღევანდელი საქმეების მოგვარებას. დაისახეთ პრიორიტეტები და შეცვალეთ თქვენი ზოგიერთი მიზანი. პრობლემების მოგვარება შესაძლებელია, თუ სხვებთან კომუნიკაციის წესს შეცვლით, კოლეგების აზრის მიმართ უფრო პატივისცემით იქნებით.
ქალწული
თქვენი ამჟამინდელი დავალებები მოითხოვს გადახედვას, ამიტომ შეზღუდეთ კონტაქტები, მეტი დრო დაუთმეთ მუშაობას და იფიქრეთ იმაზე, რაც სინამდვილეში გსურთ. 8 იანვარი კარგი დღეა სახლიდან გატეხილი ნივთების მოსაშორებლად.
სასწორი
დღეს მარტივად გაიგებთ ყველა ინფორმაციას, რომელიც გჭირდებათ. ასევე, დღე შესაფერისია ახალი საქმიანი კავშირების, მომხმარებლების ან ბიზნესპარტნიორების მოსაძებნად. ნუ გადააჭარბებთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განწყობა სწრაფად გაუარესდება. შესაძლებელია მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა.
მორიელი
უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ რჩევებსა და ნიშნებს. თუ ეს შესაძლებელია, უარი თქვით გრძელ მანძილზე მგზავრობაზე. 8 იანვარს ახალი ნაცნობები ან შეხვედრები იმედს გაგიცრუებთ, უმჯობესია შეზღუდოთ კონტაქტები, არ ენდოთ უცნობ ადამიანებს.
მშვილდოსანი
დღე შესაფერისია მოგზაურობისთვის, დასვენების დაწყებისთვის. უნდა გააცნობიეროთ თქვენი სურვილები, დაადგინოთ ახალი მიზნები. შეიძლება უარის თქმამ მოგიწიოთ ძველი იდეების ან გეგმების განხორციელებაზე.
თხის რქა
რთული დღეა ემოციურად დაძაბული თხის რქებისთვის. მოგიწევთ ტაქტიკის შეცვლა, ახალ გარემოებებთან ადაპტირება, კომუნიკაციაში დათმობისა და დიპლომატიის გამოვლენა. ახლო მეგობრებთანაც კი შეიძლება წარმოიშვას საუბრებში დაძაბულობა. მოძებნეთ კომპრომისული გადაწყვეტილება.
მერწყული
ენერგიის მაღალი დონე და ოპტიმისტური განწყობა საშუალებას მოგცემთ დასახოთ რთული მიზნები და იოლად მიაღწიოთ მათ. ამასთან, ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაივიწყოთ ჯანმრთელობა, უფრო ხშირად შეისვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალები სწრაფად დასრულდება და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. შეეცადეთ არავის არაფერს დაპირდეთ.
თევზები
მოემზადეთ რთული და დატვირთული დღისთვის. თევზებმა უნდა გამოავლინოთ სიმტკიცე, მიზანდასახულობა და არ შეცვალოთ გადაწყვეტილებები. თუ ეს შესაძლებელია, გადაიტანეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან ხელშეკრულების გაფორმება სხვა დროს. დღეს ძნელია ემოციების შეკავება და სწორი სიტყვების პოვნა.