კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია
კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
ვერძი
დღე, როცა სუფთა სინდისით შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ჩვეულებრივ სხვები გმობენ: გახდეთ ნამდვილი ეგოისტი, ანუ იფიქრეთ არა სხვებზე, არამედ საკუთარ თავზე, მიხვდებით, რომ ამის გაკეთება ძალიან სასიამოვნოა.
კურო
წარსულის მოგენებები არა მხოლოდ ნოსტალგიურ განწყობას შეგიქმნით, არამედ მიგახვედრებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ დღევანდელი დღის დამაბნეველ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
ტყუპი
ძნელია სერიოზული პროფესიული წარმატების მიღწევა, თუ არავინ გელოდებათ სახლში და არ გიჭერთ მხარს: დასვენების დღე საუკეთესოა ოჯახის წევრების მხარდაჭერის გასაძლიერებლად.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ახლო წარსულში მომხდარი მოვლენების გასაანალიზებლად, ეს დაგეხმარებათ მოიცილოთ პრობლემების ტვირთი და მომავალში შეაბიჯოთ მსუბუქად, ტვირთის გარეშე.
ლომი
მიუხედავად ცუდი განწყობისა, უნდა გაძლიერდეთ და შეეცადოთ იპოვოთ რაიმე ისეთი, რაც სასიამოვნოდ გაგატარებინებთ დროს. სასურველია, ჰარმონიულ სივრცეში.
ქალწული
დღეს უნდა დაისვენოთ და კარგად დაისვენოთ. ყველაფერი, თუნდაც საყოფაცხოვრებო საქმეები - განზე გადადეთ.
სასწორი
მეგობრებთან ურთიერთობისას შეეცადეთ არ გაიხსენოთ წარსული წყენა - ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტი, რომელიც - უარეს შემთხვევაში - გაანადგურებს ურთიერთობას, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აშენებთ.
მორიელი
დღევანდელი ენერგია უნდა იყოს მიმართული ექსკლუზიურად კარგი საქმეებისკენ - პირველ რიგში, თქვენ უნდა დაეხმაროთ მათ, ვინც დახმარებისთვის მოგმართავთ.
მშვილდოსანი
არ უნდა დაიწყოთ ახალი საქმეები, თუნდაც საყოფაცხოვრებო, დღეს უნდა დაისვენოთ და გამოიძინოთ.
თხის რქა
წარსულის შეცდომების გაანალიზებისას, უნდა გამოიტანოთ დასკვნები თქვენი ქმედებებიდან, მომავალში შეძლებთ თავიდან აიცილოთ მათი გამეორება და ეს არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი წარმატებულად იგრძნოთ.
მერწყული
დღეს ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, განსაკუთრებით შემოქმედებითი შესაძლებლობების მქონეებს, სცადოთ თქვენი ძალები შემოქმედებაში: მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ამით ფულის გამომუშავებას მარტივად შეძლებთ.
თევზები
მიუხედავად დასვენების დღის სტატუსისა, დღევანდელი დღე უნდა დაეთმოთ შემდეგი სამუშაო კვირის გეგმების შედგენას, ორშაბათს კი დილიდანვე შეუდგეთ საქმეების მოგვარებას.