8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ინტუიციის წყალობით ნებისმიერი რთული სიტუაციიდან შეძლებთ სწორი გამოსავლის მოძებნას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას რჩევა მხოლოდ ოჯახის წევრებს ჰკითხეთ.

ტყუპი

საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და არც სარისკო ქმედებებს უშინდებით. ერთადერთი, რაც გამარჯვებაში შეგიშლით ხელს, რეალობის არასწორად აღქმა იქნება.

კირჩხიბი

მეგობრობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. მოსალოდნელია ფლირტი და სასიამოვნო შეხვედრა. ეცადეთ, რომანტიკულმა განწყობამ რეალობის შეგრძნება არ დაგაკარგვინოთ.

ლომი

დღეს ადვილად შეძლებთ გარშემო მყოფთა დარწმუნებას და მათი დახმარებით გამარჯვების მოპოვებას. კარგი დღეა მგზავრობისა და უცხოელებთან ურთიერთობისთვის.

ქალწული

ნუ დაიტვირთებით დღეს საქმეებით. მეტი დრო დასვენებასა და საკუთარ თავს დაუთმეთ. იღბალი საინტერესო სიურპრიზებს გიმზადებთ.

სასწორი

ნუ დარჩებით სახლში. შეხვდით მეგობრებს, გაისეირნეთ ხალხმრავალ ადგილებში. შეიძლება ძველ ნაცნობებს შეხვდეთ ან ახალი მეგობრები გაიჩინოთ.

მორიელი

მეტი დრო გაატარეთ ნათესავებთან ერთად, განსაკუთრებით ბავშვებთან. შეიძლება მეგობარს თქვენი დახმარება დასჭირდეს და ნუ ეტყვით უარს.

მშვილდოსანი

მიხედეთ ჯანმრთელობას. თუ დილაობით ვარჯიშს ვერ ახერხებთ, აიღეთ აუზის აბონემენტი ან ცეკვებზე, სპორტკლუბში ჩაეწერეთ.

თხის რქა

დღეს ბედი გამოცდას მოგიწყობთ. ნუ ჩავარდებით პანიკაში, მშვიდად იმოქმედეთ. დახმარებისთვის შეგიძლიათ ერთგულ და გამოცდილ მეგობარს მიმართოთ.

მერწყული

მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების მიმართ. ყურადღებით იყავით, თქვენი სიტყვა შეიძლება ზოგისთვის წამალი გახდეს, ზოგისთვის – საწამლავი.

თევზები

ნუ ჩაერთვებით კამათში თუ არ გაქვთ მყარი არგუმენტები. იყავით გულისხმიერი და ეცადეთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით