8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღევანდელი დღე ყველაზე ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატარეთ. დღეს დაწყებული მეგობრობა დიდხანს გასტანს. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს.

ტყუპი

დღეს ყველასთან გამონახავთ საერთო ენას, მაგრამ ემოციურობის გამო ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. მეტი სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. თანაც, თუ მძღოლი ხართ.

კირჩხიბი

დაარეგულირეთ ურთიერთობა მშობლებთან, უფროსთან, კოლეგებთან. თუ საქმისთვის უკეთესი იქნება კომპრომისზეც მოგიწევთ წასვლა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ გეგმებზე თქვათ უარი.

ლომი

დღის პირველი ნახევარი შედარებით თავისუფალი გექნებათ და წიგნის წაკითხვასაც კი მოახერხებთ. საოჯახო საყიდლები და საერთო ვახშამი კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს ურთიერთობას. თუ არ ეცდებით "უფროსობას" და ყველასთვის ჭკუის სწავლებას.

ქალწული

დღეს მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მუშაობისას. მოერიდეთ კამათს, ამან შეიძლება განშორება თუ არა, ურთიერთობა სერიოზულად დააზიანოს.

სასწორი

მთელი დღე გადარბენაზე იქნებით. ყველგან უნდა მოასწროთ მისვლა, საქმეების მოგვარება. შეხვედრებიც გელით. ყველა მნიშვნელოვანი საქმე და მგზავრობა გადადეთ. ეცადეთ არსად დააგვიანოთ და თქვენმა ნათქვამმა სიტყვამ გული არავის ატკინოს.

მორიელი

დაღლილი ხართ და ოცნებობთ, რომ ყველამ თავი დაგანებოთ, მაგრამ ჯერ ვერ დაისვენებთ. ეს დღე ძირითადად ოჯახსა და ახლობლებს უნდა დაუთმოთ. დღის მეორე ნახევარში ცვლილებებია მოსალოდნელი.

მშვილდოსანი

დღევანდელ საქმეებს მომავლის ილუზიებზე ნუ გაცვლით. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ, მიხედეთ ჯანმრთელობას.

თხის რქა

ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. კარგი დღეა საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად. მეგობრები გვერდით დაგიდგებიან.

მერწყული

დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ მის მისაღწევად. უბრალო საუბარშიც კი შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაგნოთ. ყურადღება მიაქციეთ საბედისწერო ნიშნებს.

თევზები

დღეს ტკბილი სიტყვითა და მზრუნველობით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე მუქარით. ნუ მოგერიდებათ სისუსტისა და მგრძნობიარობის გამოვლინების.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით