ავტორი:

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, 19:57-ზე მთვარე ვერძში გადავა

დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.

ვერძი: საქმიანი ან მეგობრული შეხვედრების დროს იყავით მშვიდი და დიპლომატიური. ყურადღებით მოუსმინეთ ადამიანს და მერე გამოიტანეთ დასკვნები. უმჯობესია, საღამო შინ გაატაროთ.

კურო: მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმისგან, - ფულს, შექებას. ეცადეთ, დღეს არ გადაიტვირთოთ, მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანებთან ყოფნას, მათზე ზრუნვას.

ტყუპი: დღეს უნდა დაისვენოთ ყველა საქმისა და ვალდებულებებისგან. მხოლოდ სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. საყვარელ ადამიანებთან ერთად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ჩაინიშნეთ ახალი იდეები.

კირჩხიბი: მოერიდეთ ისეთი საქმეების შესრულებას, რაც ვნებს თქვენს ჯანმრთელობას. მეტად დაისვენეთ და გამოიძინეთ. იკონტაქტეთ სასიამოვნო ადამიანებთან. აკონტროლეთ კვების რეჟიმი.

ლომი: დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. აუცილებლად გამონახეთ დრო ბავშვებისთვის, საყვარელი ადამიანი კი გაანებივრეთ რომანტიკული საღამოთი.

ქალწული: შაბათს არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ეს დღე დაუთმეთ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გამგზავრებას ან რომანტიკულ პაემნებს.

სასწორი: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები თქვენს წინააღმდეგ გაერთიანდნენ და თქვენი გამძლეობის გამოცდა გადაწყვიტეს. არ აჰყვეთ ემოციებს, მოთმინებით აღიჭურვეთ.

მორიელი: დღე გაატარეთ ახლობლების გარემოცვაში. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს, უცხო ადამიანებთან კონტაქტს. სიამოვნებას მოგანიჭებთ მუსიკის მოსმენა, აღმოსავლური პრაქტიკების შესრულება.

მშვილდოსანი: მოგინდებათ თქვენი კომპეტენტური აზრის სოციალურ ქსელებში დაფიქსირება. იყავით მშვიდი, აზრთა სხვადასხვაობის გამო ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან.

თხის რქა: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ასაკით უფრო ადამიანებთან. საუკეთესო დღეა მოგზაურობის დასაგეგმავად ან უცხო ენის შესასწავლად.

მერწყული: მშვიდად შეხვდით იმ ფაქტს, თუ უფროსი ან ასაკოვანი ნათესავი უფრო სერიოზული ქმედებისკენ მოგიწოდებთ. მარტოხელებს შეიძლება რომანი უცხოელთან გააბათ.

თევზები: მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ცოტას თუ წაივარჯიშებთ კარგი იქნება. განწყობის გასაუმჯობესებლად აიყოლიეთ მეგობარი ან საყვარელი ადამიანი.