კურო - მოურიდებლად გამოვლინეთ თქვენი ნიჭი. წარმატებებით მეგობრები გაახარეთ. იყავით წარმატებაზე ორიენტირებული და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მოშურნეების აზრს.
ტყუპი - ბოლო დროს თქვენი ცხოვრების ბურუსითაა გარემოცული და თავადაც უხერხულად გრძნობთ თავს. დღეიდან სიტუაცია განეიტრალდება და თქვენც შვებით ამოისუნთქავთ.
კირჩხიბი - თუ გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ, მეგობრებისა და ნაესავების დახმარების იმედი გქონდეთ. ისინი სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებიან.
ლომი - დილა რთული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას წვრილმანების გამო. გაგუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.
ქალწული - მოერიდეთ რთულ ადამიანებთან პარტნიორობას. კოლეგებთან ერთად შეთახმებულად იმოქმედეთ. დაძაბული დღის შემდეგ სიმშვიდე და გამოძინება მოგინდებათ.
სასწორი - ვერავისგან მიიღებთ იმ დახმარებას, რაც გჭირდებათ. უმჯობესია, საკუთარ თავს თავად უშველოთ. ნუ ჩაერთვებით ისეთ საქმეებში რაც არ გსიამოვნებთ.
მორიელი - დილა მსუბუქი საქმეების შესრულებსა დაუთმეთ; საღამო - რთულის. გვიანობამდე შრომა მოგიწევთ და შეიძლება საყვარელმა ადამიანმა უყურადღებობაში დაგადანაშაულოთ.
მშვილდოსანი - არაფერი რთული დღეს არ დაგეგმოთ. იყავით მშვიდი და გულისხმიერი ახლობლების მიმართ. გული მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გადაუშალეთ.
თხის რქა
- დღეს იმაზე მეტ გამარჯვებას მიაღწევთ, ვიდრე გეგონათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. მეტად გამოავლინეთ გამომგონებლობა.
მერწყული - დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. მოერიდეთ სტრესულ სამუშაოს და ადამიანებს, რომლებიც ნერვებს გიშლიან. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.
თევზები - თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, გადაამოწმეთ. ნუ მოგერიდებათ და იკითხეთ, რაც გაინტერესებთ. საბედნიეროდ, ყველა ვარაუდი მალევე გაიფანტება. იყავით მიზნამიმართული გამარჯვებსა და წინსვლაზე.