კურო
ნუ გაამწვავებთ კონფლიქტს ძველ პარტნიორებთან. დღეს ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებთ და ახალ პარტიორებსაც შეიძენთ. მოერიდეთ ავანტიურას და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
ტყუპი
დილის უსიამოვნებებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. დღეს მფარველიც გამოგიჩნდებათ და კონკურენტებსაც გაიჩენთ. ნუ გააფორმებთ გრძელვადიან კონტრაქტს.
კირჩხიბი
დღეს შვილებისა და საყვარელი ადამიანის ჭირვეულობის მოთმენა მოგიწევთ. ეცადეთ, მათ სურვილების ასრულებაში დაეხმაროთ.
ლომი
დაძაბული დილა საღამოს რომანტიკული განწყობით შეგეცვლებათ. ყურადღებით იყავით საქმიანი საბუთების გაფორმებისას. ზოგიერთი ლომი ვირტუალურ პარტნიორს გაიჩენს.
ქალწული
პროგრამების გაუმართაობამ შეიძლება თქვენი საქმეები შეაფერხოს. მშობლებისა და საყვარელ ადამიანის მიმართ მეტად ყურადღებიანი უნდა იყოთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
სასწორი
სიყვარულში და ფინანსებში არ გარისკოთ. დღის მეორე ნახევარში მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს. კარგი დღეა ფლირტისთვის, განსაკუთრებით ვირტუალურისთვის.
მორიელი
მოერიდეთ კონფლიქტს ბიზნეს და სასიყვარულო პარტნიორთან. ნუ იქნებით ზედმეტად ჭირვეული. პრობლემების მოსაგვარებლად რაიმე ორიგინალური ხერხი უნდა მოიფიქროთ. ყურადღებით იყავით საქმიან დოკუმენტებთან.
მშვილდოსანი
დღეს პრობლემებს დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ და ამის გამო არ ღირს წუწუნი. პარტნიორს რომანტიკული პაემანი, საღამო მოუწყვეთ.
თხის რქა
არ გამოიჩინოთ ინიციატივა, რასაც დაგავალებენ ის გააკეთეთ. არ გაამწვავოთ კონფლიქტი პარტნიორთან, მეგობრებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას.
მერწყული
მოაგვარეთ საბინაო, საოჯახო პრობლემები. ყურადღებით იყავით ახალი პროექტების დაწყებისას. საღამოს ახალ ნაცნობებს გულს ნუ გადაუშლით.
თევზები
ნუ იქნებით ყველაფრის მიმართ კრიტიკულად განწყობილი. არ ეკამათოთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორს. ყურადღებით იყავით, რათა ოცნებებში გადავარდნის გამო სერიოზული პრობლემა არ შეიქმნათ.