ავტორი:

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:05-ზე, მთვარე მერწყულშია

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. საქმეების შესასრულებლად თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.

ვერძი: ვალდებულებები დაკვირვებით შეასრულეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ვარჯიშის დრო კი მკვეთრი ილეთების შესრულებას. მეტად დაისვენეთ, საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კურო: სამსახურის საქმეები მალევე დაასრულეთ, რომ მეტი დრო გაატაროთ თქვენი საყვარელი ადამიანების გვერდით. იმხიარულეთ ბავშვებთან ერთად. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.

ტყუპი: ნუ გაართულებთ მცირე უსიამოვნებებს. მშვიდი დამოკიდებულება შეინარჩუნეთ ახლობლებთან. განტვირთვაში დაგეხმარებათ საყვარელი საქმის კეთება, ჰობი ან ბუნებაში გასეირნება და დასვენება.

კირჩხიბი: გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან დაიწყებთ საქმეს, რაც მომავალში ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. დაწყვილებულებს სასიამოვნო სიურპრიზი.

ლომი: მაქსიმალური აქტიურობა უნდა გამოავლინოთ სამსახურის საქმეების და საოჯახო ვალდებულებების მოგვარების დროსაც. თუ ახალი პროექტის დაწყებას აპირებთ, ყველაფერი დეტალურად განიხილეთ.

ქალწული: საუკეთესო დღეა მათთვის, ვინც კარიერული წინსვლა დაისახეთ. იყავით მომართული ახალი პროფესიის ან პროგრამის ათვისებაზე. ამასთან, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, თუ ხვდებით, რომ ვერ გაუმკლავდებით.

სასწორი: ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს ან ნუ დათანხმდებით ახალ საქმიანობას, სანამ დეტალებში არ გაერკვევთ. გარშემო მყოფების მიმართ იყავით ლოიალური, ნუ იკამათებთ. საუკეთესო დღეა სამომავლო საქმეების დასაგეგმავად.

მორიელი: კარიერასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დღის პირველ ნახევარში იზრუნეთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვების, საყვარელი ადამიანის გვერდით; საღამო დაუთმეთ რომანტიკას.

მშვილდოსანი: ყველა საქმე, რასაც დღეს დაიწყებთ, იდეალურად უნდა შეასრულოთ და გარშემო მყოფების პატივისცემა დამსახუროთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და არც აჩქარება გმართებთ.

თხის რქა: საქმეებისა და ვალდებულებების მიმართ დაკვირვებული იყავით. ახალი ნაცნობობა შეიძლება ფლირტში, რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს და პასუხისმგებლობის გრძნობა პროფესიულ საქმიანობას მოაკლოთ.

მერწყული: ახალი იდეები გააცანით დაინტერესებულ ადამიანებს, ვისგანაც მხარდაჭერას მიიღებთ. პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. იყავით მეტად დამზოგველი, მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

თევზები: დღეს დასვენებისთვის ვერ მოიცლით, უნდა მოაწესრიგოთ ყველა დაწყებული საქმე და ურთიერთობა. სანამ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებთ, კარგად გაერკვიეთ პირობებში. კონფლიქტურ სიტუაციებსაც კი იუმორით განმუხტავთ.