8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მოგიწევთ "ბრძოლა". ხშირ–ხშირად დაისვენეთ, მაგრამ არ მიატოვოთ დაწყებული საქმეები. სასიყვარულო ურთიერთობაში მეტი ტაქტი და მოთმინება გმართებთ. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს, მარტამდე მაინც.

ტყუპი

გარშემო მყოფებთან საერთო დასკვნაზე შეთანხმება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, მაქსიმალურად თავშეკავებული იყოთ. აკონტროლეთ ხარჯი. ამ თვეში არც ვალის აღებას და არც გაცემას გირჩევთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებსა და მოლაპარაკებებს; საყიდლებს. ვირტუალურ სამყაროში უამრავ, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას მიაგნებთ, რაც სწორად უნდა გამოიყენოთ.

ლომი

კარგი დღეა პრობლემების მოსაგვარებლად. შეიძლება დახმარება მიიღოთ ან თავად უშველოთ ვინმეს. საღამო სიურპრიზებითა და რომანტიკული განწყობით იქნება აღსავსე. კარგი დღეა ინტერიერი შესაცვლელად. ფული ეკონომიურად ხარჯეთ.

ქალწული

საქმეებისგან გათავისუფლება დასვენების, გართობის საშუალებას მოგცემთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა ძველი ნივთების, ურთიერთობებისგან გასათავისუფლებლად.

სასწორი

ნუ მოგერიდებათ და თქვენთვის საჭირო ინფორმაციაზე რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ. მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. საღამო წიგნთან ერთად გაატარეთ.

მორიელი

დაისახული მიზნიდან არ გადაუხვიოთ. მეტად ორგანიზებულად იმოქმედეთ. ცვლილებებს კონფლიქტის შედეგად მიიღებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ახალი სიმპათია. საღამოს შეხვედრას ნოსტალგიური ელფერი ექნება.

მშვილდოსანი

საქმეები დამოუკიდებლად მოაგვარეთ; გარშემო მყოფების იმედი ნუ გექნებათ. შეიძლება შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანს, ან ძველი სიტუაცია განმეორდეს. თუმცა, თუ გსურთ, ურთიერთობის აღდგენა, ცდა მეორეჯერიდანაც შეიძლება.

თხის რქა

კარგი დღეა ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად, ლექციებისა და სტატიების მოსამზადებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, გამოიძინეთ. პირად ურთიერთობაში მეტად გახსნილი უნდა იყოთ და ნუ მოგერიდებათ საკუთარ გრძნობებზე საუბარი.

მერწყული

გადახედეთ დაწყებულ, გადადებულ საქმეებს, დაასრულეთ, გააგრძელეთ ისინი. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბებისგან უკვე თავი გტკივათ, დღეს სიახლეებს ვერსად გაექცევით.

თევზები

დღევანდელი დღე სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ, არ გადაიღალოთ. საოჯახო საქმეებში ოჯახის წევრებიც დაიხმარეთ. დაისვენეთ და გამოიძინეთ. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით