კურო - ყველაფრის მიტოვება და მოგზაურობა გსურთ. იმედია, გამგზავრებამდე საყვარელ ადამიანს შეურიგდებით, დრო სასიამოვნოდ რომ გაატაროთ.
ტყუპი - ეცადეთ, საქმეებზე შეხვედრებზე არ დააგვიანოთ. დღეს მუშაობა და დასვენება ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
კირჩხიბი - მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს; ნუ გადაიღლებით, მინიმუმამდე შეამცირეთ საქმიანი შეხვედრები და საუბრები.
ლომი - საინტერესო ნაცნობობა გელით. ახალგაცნობილთან შეიძლება ან რომანტიკული ურთიერთობა გააგრძელოთ, ან შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ.
ქალწული - კარგი დღეა ახლის გასაგებად, ცოდნის მისაღებად. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.
სასწორი - მარტოხელები კარგი განწყობითა და ღიმილით საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას მიიპყრობთ. შეყვარებულება საღამო საყვარელ ადამიანთან რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
მორიელი - თავგადასავლებისა დღეა. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ საქმე დაოჯახებას ეხება.
მშვილდოსანი - ყურადღება მიაქციეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. საღამო გაატარეთ სახლში, მეუღლესთან ერთად მოაწესრიგეთ ბინა, საკუთარი ოთახი.
თხის რქა - ემოციურად და ფსიქოლოგიურად დაძაბული დღე გელით, გადაწყვეტილებები საქმიან პარტნიორებთან შეათანხმეთ. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
მერწყული - სიყვარულისა და სიხარულის დღეა. საყვარელ ადამიანს საკუთარ გრძნობებს ნუ დაუმალავთ. გაანებივრეთ გემრიელობით, მზრუნველობით.
თევზები - საოჯახო საყიდლებისთვის კარგი დღეა. მოაწესრიგეთ ბინა, აგარაკი, ავტოფარეხი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.