არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ.
მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
კარგია ვარჯიში.
არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგი სპორტსმენი, მებრძოლი გამოვა.
გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: ლალი, ავანტიურინი.
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კუროში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავთ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
დღეს კარგია ცურვა, საუნა.
რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.