კურო
ახალი იდეებით აღსავსე ხართ. გააცანით ისინი თანამოაზრეებს, განიხილეთ და შეუდექით მათ განხორციელებას.
ტყუპი
თუ თავად სწორი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, დახმარებისთვის გამოცდილ მეგობრებს მიმართეთ.
კირჩხიბი
გეგმების მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გარშემო მყოფებში უსიამოვნებებს გადაგყაროთ. ეცადეთ, საკუთარი თავის დასაცავად მყარი არგუმენტები მოიყვანოთ.
ლომი
კარგი დღეა იმიჯის, სტილის შესაცვლელად. თუმცა, რჩევას გარშემო მყოფებს ნუ ჰკითხავთ, საკუთარი სურვილისამებრ იმოქმედეთ.
ქალწული
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მომხდარ ამბებს და მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს.
სასწორი
ის რაც სხვას წვალებით გამოსდის, დღეს თქვენ მშვიდად და ზედმეტი დატვირთვის გარეშე გამოგივათ.
მორიელი
მეტი ყურადღება მიაქციეთ პირად ცხოვრებას. დროა, რაღაცები შეცვალოთ და პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადადგათ.
მშვილდოსანი
ეჭვიანობის ნიადაგზე შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. ეცადეთ, მშვიდად გაერკვეთ სიტუაციაში და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.
თხის რქა
კარგი დღეა დასახული მიზნების განსახორციელებლად. ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე იმუშაოთ.
მერწყული
დღეს იმდენად საინტერესო მოსაუბრე გახდებით, რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაზე დაითანხმებთ. ისარგებლეთ მომენტით.
თევზები
კონკურენტები იუმორით განაიარაღეთ. ნურაფრის შეგეშინდებათ, მხიარულად და თამამად იმოქმედეთ.