კურო
კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და პროექტების განსახილველად. არ იკამათოთ. უმჯობესია, დათმოთ პოზიციები. საღამოს შეხვდით შეყვარებულს, მეგობრებს. აგრეთვე კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა, მიმოწერა.
ტყუპი
მეტი ყურადღება დაუთმეთ ახალი პროექტების განხილვა–შესრულებას. შეცდომების გამოსწორებას მარტო ნუ ეცდებით, კოლეგებიც დაიხმარეთ.
კირჩხიბი
დღეს ყველას დასჭირდება თქვენი დახმარება. თუმცა, უმჯობესია, ჯერ საკუთარ საქმეებს მიხედოთ. საღამოს საინტერესო ამბები და გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა.
ლომი
მოაწესრგეთ საბუთები, მიმდინარე საქმეები. არ აჩქარდეთ, არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. ახლობლებისა და შვილების მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.
ქალწული
მშვიდად შეუდექით საქმეების შესრულებას და დაბრკოლებების გამო ნუ მიატოვებთ, დაასრულეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კარგი დღეა საყიდლებისთვის.
სასწორი
ცვლილებებს უსიამოვნებებიც მოსდევს ხოლმე და ეს უნდა გაითვალისწინოთ. მშვიდად დააკვირდით მოვლენების განვითარებას.
მორიელი
ახალი საქმეები მშვიდად, ყველა დეტალის გათვალისწინებით შეასრულეთ. გულახდილი საუბრებისთვის შესაფერისი გარემო შეარჩიეთ. დროა, სახლის, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე იფიქროთ.
მშვილდოსანი
ჯერ საკუთარი და მნიშვნელოვანი საქმეები მოაგვარეთ შემდეგ დაეხმარეთ სხვებს. კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის. გაფრთხილდით, ზედმეტმა კრიტიკამ გარშემო მყოფებათან ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ.
თხის რქა
დაძაბული დღის მიუხედავად, არც საქმეების შესრულება გაგიჭირდებათ და დასვენებასაც მოახერხებთ. კარგი დღეა პირადი საკითხების მოსაწესრიგებლად. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ.
მერწყული
საკმარისად დაისვენეთ, ახლა საქმეებს უნდა მიხედოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ჯგუფში მუშაობა, ახალი იდეების განხილვა. მეტი დრო დაუთმეთ პირადი საკითხების მოგვარებას.
თევზები
ახალი საქმეების წამოწყებამდე სპეციალისტებთან კონსულტაცია გაიარეთ. გადახედეთ ნიუსებსა და ფოსტას. შესაძლოა, საინტერესო ამბებს წააწყდეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.