ავტორი:

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ლომშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. გაამდიდრეთ რაციონი ჩირით, მწვანილეულით.

ვერძი

ის პროექტები, რომლებსაც დღეს დაიწყებთ, სწრაფად ვერ დასრულდება. მოგვიანებით მოგიწევთ მათთან დაბრუნება. ასე, რომ მოთმინებით აღიჭურვეთ. დღეს შესაძლოა შეგაწუხოთ ძველმა დაავადებებმა, სისუსტემ. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას და ხშირად დაისვენეთ.

კურო

სამსახურში, განსაკუთრებით დილით, შესაძლებელია კოლეგებთან დაძაბული სიტუაციები. მოგიწევთ საკუთარი თვალსაზრისის დაცვა და ცხარე კამათში ჩართვა. თუმცა, თქვენი სიმშვიდე და პროფესიონალიზმი დაგეხმარებათ ყველა საკითხის გადაჭრაში და შეცდომების თავიდან აცილებაში. საღამოს კარგია მასაჟზე წასვლა.

ტყუპი

დილით საქმიანობაზე კონცენტრირება გაგიჭირდებათ. გსურთ თავი დაანებოთ მოსაწყენ საქმეებს და გააკეთოთ რაიმე სახალისო და სასიამოვნო. დღეს გელოდებათ უჩვეულო ნაცნობობა, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს რომანში. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ, იზრუნეთ საერთო საქმეებზე.

კირჩხიბი

შესაძლოა, დღე იმაზე მეტად დაძაბული იყოს, ვიდრე მოელოდით. მოგიწევთ მოსაწყენი ან მძიმე სამუშაოს შესრულება და იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც ჩვეულებრივ ერიდებით. ეს ყველაფერი ცოტას გაგანერვიულებთ. სამაგიეროდ, არსებობს კარგი საჩუქრის ან ბონუსის მიღების შანსი.

ლომი

გაატარეთ დღე მშვიდად, სტრესის გარეშე და თუ შესაძლებელია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დროისთვის გადადეთ. დღეს დაწყებული პროექტები გაცილებით მეტ ყურადღებას და მონდომებას მოითხოვს. ფული უფრო ეკონომიურად ხარჯეთ, ნუ იყიდით არასაჭირო ძვირად ღირებულ ნივთებს და ეცადეთ დღეს არ აიღოთ სესხი.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. გელით სასიამოვნო ემოციები, სიურპრიზები. სამსახურში ადვილი იქნება სასურველი შედეგის მიღწევა, მით უმეტეს, თუ გამოავლენთ გარკვეულ გამომგონებლობას. გაუზიარეთ თქვენი გეგმები მეგობრებს: ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან მათ განხორციელებაში.

სასწორი

დღეს კარგი განწყობის წყალობით ადვილად უმკლავდებით ყველა სირთულეს და მიაღწიეთ შესანიშნავ შედეგებს. ნუ შეგეშინდებათ დახმარებისთვის მიმართოთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს. საღამოს განსაკუთრებით ყურადღებით დააკვირდით ხარჯებს, დიდი თანხის დახარჯვის შანსია. რომანტიკული სიურპრიზი გელით.

მორიელი

ნაყოფიერი დღეა მოსალოდნელი. მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ, როგორც სამსახურში, ასევე პირად ურთიერთობებში. განიხილეთ ყველა შეთავაზება: მათ შორის იქნება მომგებიანი და სასარგებლო თქვენი კარიერისთვის. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი იყავით, კარგი დღეა მშვიდობის დასამყარებლად.

მშვილდოსანი

მიიღებთ პასუხებს დიდი ხნის პრობლემებზე ან რთულ საკითხებზე. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ გამოხვიდეთ დამაბნეველი სიტუაციიდან. ნათესავებთან ურთიერთობა პოზიტიური იქნება და კმაყოფილებას მოგიტანთ. ყველა ოჯახური უსიამოვნება დღეს წარმატებით შეიძლება გადალახოთ და გააძლიეროთ ურთიერთობები.

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული იქნება. ბევრი რამ არ მიდის გეგმის მიხედვით, სხვების ქმედებები შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი. ნუ სთხოვთ კოლეგებს დახმარებას, იმოქმედეთ დამოუკიდებლად. ლანჩის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდება და სასიხარულო ამბებს ან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. საღამოს ძველ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება.

მერწყული

დღეს ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შეძლებთ, განსაკუთრებით თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. უსიამოვნო სამუშაო ჯობია სხვა დღით გადადოთ ან კოლეგებს გადაულოცოთ. პოზიტიური ამბები მოგცემთ ძალას და გაგიუმჯობესებთ განწყობას. იყავით კრეატიული, ეს დიდ შედეგს მოგცემთ. დღეს პირადი ურთიერთობები გაუმჯობესდება.

თევზები

გუნდური მუშაობა ან ერთობლივი პროექტი საშუალებას მოგცემთ, მიაღწიოთ უფრო მეტს, ვიდრე ინდივიდუალური. მეგობრებს შეუძლიათ ღირებული რჩევების მოცემა, თქვენ უნდა მოუსმინოთ მათ. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოგვიწევთ გეგმების შეცვლა და შეხვედრების გადადება.