ავტორი:

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ივლისი შაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:13-ზე, მთვარე მორიელშია

დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.

ვერძი: დღეს მოგინდებათ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ყველასგან და ყველაფრისგან. გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან; იყავით რომანტიკული.

კურო: დღეს მიხვდებით, რომ სხვებზე უკეთესი ხართ და მეტად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი. იყავით მზად საჩუქრების გაცემისთვისაც, მხოლოდ მიღებაზე ნუ ფიქრობთ.

ტყუპი: რუტინული საქმეების მოგვარებისას რომ არ მოიწყონთ, პარალელურად რამე გასართობი მოიფიქრეთ. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას, რაც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.

კირჩხიბი: დაივიწყეთ ყველა საქმე და ვალდებულება და საკუთარ თავს დასვენების, მხიარულების უფლება მიეცით. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

ლომი: გააუმჯობესეთ დამოკიდებლება ოჯახის წევრებთან. ერთად შეასრულეთ საოჯახო ვალდებულებები. ეცადეთ, შინაურებთან ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ.

ქალწული: იყავით გულწრფელი მათთან, ვისთან ერთადაც ახალ პროექტებზე მუშაობთ. აი, სხვების საიდუმლოებებს კი ნუ გათქვამთ.

სასწორი: დასვენების, სასიამოვნო გარემოში ყოფნის დღეა. ფული მხოლოდ აუცილებელ ნივთებზე, პროდუქტებზე დახარჯეთ. რომანტიკულ ემოციებს აყოლილი ფულის ფლანგვას მოერიდეთ.

მორიელი: გაგიმძაფრდებათ კომფორტისადმი სწრაფვა. აგრეთვე გემრიელი კერძებისა და გემოვნებიანი მუსიკისადმი. ეცადეთ, საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ.

მშვილდოსანი: დღეს მოხვდებით საუკეთესო ადგილას, სადაც გაიცნობთ საინტერესო და გავლენიან ადამიანებს და სადაც მოგეცემათ თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობის სრულად გამოვლენის შანსი.

თხის რქა: მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ, რომ მეტი დრო დაგრჩეთ დასვენებისთვის. საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის მიზეზს ნუ მისცემთ.

მერწყული: იდეების განხორციელებისთვის მეტი მხარდაჭერა და დახმარება გჭირდებათ ახლობლების მხრიდან. მატერიალურიც კი და ეცადეთ, კარგი დამოკიდებულება გქონდეთ მათთან.

თევზები: თუ კონკრეტულ ადამიანთან გაგიფუჭდათ დამოკიდებულება. ეცადეთ, მშვიდად გაერკვიოთ მიზეზებში. არ გირჩევთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების აღებას.