კურო
საოჯახო საქმეები სხვების დაუხმარებლად მოაგვარეთ. მეტი დრო გაატარეთ ასაკოვანი ნათესავების გვერდით. საღამოს ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ.
ტყუპი
დღეს ოჯახის წევრების სიამოვნებაზე უნდა იზრუნოთ. ერთად გაემგზავრეთ საყიდლებზე, ერთად მოამზადეთ ვახშამი. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.
კირჩხიბი
დადებითი ემოციების, სიურპრიზების დღე გელით. მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებები და საღამო გართობისთვის მოიტოვეთ დრო.
ლომი
მშვიდი, შეიძლება ითქვას, მოსაწყენი დღე გელით. გამოიძინეთ, წაიკითხეთ, დიდი ხნის უნახავ ნათესავებს შეეხმიანეთ. ოჯახის წევრები მზრუნველობით აგავსებენ.
ქალწული
კარგი დღეა მოგზაურობისა და ხეტიალისთვის, მაგრამ თუ მზად არ ხართ, შინ დარჩით. თუმცა, ოჯახის წევრები უსაქმოდ არ გაგაჩერებენ.
სასწორი
შეეხმიანეთ მეგობრებს და დილიდან გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. მოიწყვეთ პიკნიკი, იმხიარულეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.
მორიელი
სიურპრიზებით მდიდარი კვირა გელით. კარგი დღეა მეგობრებთან ერთად დროის პოზიტიურად გასატარებლად. საღამოს ოჯახურ ვახშამს არ გამოაკლდეთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა შინ დასარჩენად და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. თანაც, ოჯახის წევრებს საოჯახო საქმეების მოგვარებაში დაეხმარეთ.
თხის რქა
თავგადასავლები გაგიტაცებთ. საინტერესო ნაცნობობა გელით. კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის ბუნებაში, მეგობრებთან ერთად.
მერწყული
დღეს პასიურად დაისვენეთ, გამოიძინეთ. ყური დაუგდეთ ნათესავების რჩევებს. ზოგჯერ ისინიც ამბობენ მნიშვნელოვან რამეს.
თევზები
დღეს უნდა დაისვენოთ. აკეთეთ ის საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ოჯახის წევრები მზრუნველობით აგავსებენ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროს ნათესავებთან.