9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სიტყვით შეიძლება ყველა დაგეთანხმოთ, მაგრამ საქმით - არა. შეიძლება გაგანაწყენოთ ახლობლის საქციელმა. ხვალისთვის გადადეთ წვეულების მოწყობა. ქალბატონებმა მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

ტყუპი

მთელი დღე მოგიწვეთ მცირე უსიამოვნებების მოგვარება. შეიძლება გადაიდოს მეგობრებთან ერთად შოპინგი, გართობა, მგზავრობა (დაიგვიანოს ტრანსპორტმა). მეტი ყურადღება გამრთებთ შვილებისადმი.

კირჩხიბი

თუ საჩქარო საქმეები არ გაქვთ, სამსახურში ნუ წახვალთ, შინ დარჩით და საოჯახო ვალდებულებები მოაგვარეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. სხვა დღისთვის გადადეთ სამკაულებისა და საჩუქრების შეძენა.

ლომი

დღე ისე უნდა გაადანაწილოთ, რომ არც სამსახურის საქმეებში შეგეშალოთ ხელი და ოჯახსა და შვილებსაც მიაქციოთ ყურადღება. დაზოგეთ დრო და ფული. ჩაცმულობაში კლასიკურ სტილს მიანიჭეთ უპირატესობა, ზედმეტი მოდური აქსესუარების გარეშე.

ქალწული

ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ. უმჯობესია, უკვე დაწყებულები დაასრულოთ. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს ფულს პატიოსანი ადამიანები განაგებენ? მშობლებმა გაამრავალფეროვნეთ ურთიერთობა შვილებთან.

სასწორი

მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმეთ. ან სხვათა გამო ჩაგეშალოთ გეგმები. ზედმეტად ნურავის ენდობით. უსიამოვნება მოსალოდნელია ფულის გამო. გწამდეთ საკუთარი თავის.

მორიელი

მაქსიმალურად დიპლომატიური და სურვილებში მოკრძალებული უნდა იყოთ. ეცადეთ, არავის ატკინოს გული თქვენმა ნათქვამმა. ეს დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ; ახალი საქმეები არ დაიწყოთ.

მშვილდოსანი

შეიძლება, კარგად დაწყებულმა პროექტმაც კი არ მოგიტანოთ სათანადო შედეგი. იყავით მეტად დაკვირვებული დეტალებისადმი. უსიამოვნება მოსალოდნელია ფინანსების, ავადმყოფობის, არაკომპეტენტურობის გამო.

თხის რქა

თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ შესაძლებლობებში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ. სიფრთხილ გმართებთ სიყვარულში, ფინანსებში, შემოქმედებაში. ნუ ელით დახმარებას სხვებისგან; ვიღაცამ შეიძლება "დათვური სამსახური" გაგიწიოთ.

მერწყული

საქმეები და ვალდებულებები გვიანობამდე არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას. უმნიშვნელო კამათს საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორთან "ქვეყნის დასასრულად" ნუ აღიქვამთ.

თევზები

დღეს უნდა იშრომოთ, დააბრუნოთ ვალები, დაიცვათ წესები. განსაკუთრებულად დაიჩაგრებიან დისციპლინას მიუჩვეველი ნიშნები. შეიძლება ვერ მიიღოთ შესაბამისი კომფორტი, მზრუნველობა - საყვარელი ადამიანისგან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით