კურო
დაარეგულირეთ ურთიერთობა ერთმანეთზე განაწყენებულ მეგობრებს შორის. ისე მოიქეცით, რომ არც მწვადი დაწვათ და არც შამფური.
ტყუპი
მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. განსაკუთრებით კრედით, ვალით. კარგი დღეა მიღებული ინფორმაციის გასაანალიზებლად. სამომავლო გეგმების დასახვისთვის.
კირჩხიბი
ხანმოკლე მგზავრობა ან მოგზაურობა უამრავი დადებითი ემოციით აგავსეთ. მგზავრობისას შეიძლება ისეთი ადამიანი გაიცნოთ, რომელსაც მომავალში ან მეგობრად ან ბიზნესპარტნიორად გაიხდით.
ლომი
ზედმეტად გაღიზიანებული ხარ. მოერიდეთ კონფლიქტს, უხეშ შენიშვნებსა და კრიტიკას. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვისთვისაც თქვენი აზრი მნიშვნელოვანია.
ქალწული
მეგობრები საინტერესო, სახალისო საქმიანობაში ჩაგითრევენ. ახალი ნაცნობობა და მხიარულება გელით. მთავარია, კრიტიკითა და წუწუნით განწყობა არ გაუფუჭოთ გარშემო მყოფებს.
სასწორი
დილიდან შემოქმედებით განწყობაზე იქნებით. ეცადეთ, ყოველდღიური საქმეების გამო უარი არ თქვათ რაიმე საინტერესოს შექმნაზე.
მორიელი
ახალი საქმეების მოგვარებისას დახმარება მხოლოდ ერთგულ და გამოცდილ მეგობრებს სთხოვეთ. მთავარია, დარწმუნებული იყოთ, რომ რასაც აკეთებთ წარმატებას მოგიტანთ თქვენც და თქვენს კოლეგებსაც.
მშვილდოსანი
სერიოზული საუბრები სხვა დღისთვის გადადეთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენ და თანამოსაუბრე სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს.
თხის რქა
დღეს არც თქვენი სიტყვა და არც საქმიანო უყურადღებოდ არ დარჩება. შეგიძლიათ თხოვნით, დახმარებისთვის მიმართოთ გარშემო მყოფებს, უფროსს. ყველა გაგიმართავთ დახმარების ხელს.
მერწყული
მშვიდი, უპრობლემო დღე გელით. სასიამოვნოდ წარმართავთ ყველა შეხვედრასა და საქმეს. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთები მატერიალურადაც მოძლიერდებიან.
თევზები
დღეს იმ საქმის მოგვარებას შეძლებთ, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე მკვდარი წერტილიდან ვერ ძრავდით. შეიძლება გამარჯვებას ერთგული მეგობრების დახმარებით მიაღწიოთ.