9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: მნიშვნელოვანია, რომ სახლში ატმოსფერო იყოს მშვიდი და მეგობრული

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: მნიშვნელოვანია, რომ სახლში ატმოსფერო იყოს მშვიდი და მეგობრული

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.

ვერძი

თუ თქვენი მიზანი - ცხოვრებისეული თუ პროფესიული - მისი მიღწევის სურვილის მიუხედავად, ჯიუტად გშორდებათ, უნდა გადახედოთ თქვენს ტაქტიკას - სავარაუდოდ, რაღაცას არასწორად აკეთებთ.

კურო

დადგა დრო, რომ საბოლოოდ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანია გადადებდით. შედეგად, წარმოუდგენელ შვებას იგრძნობთ, თითქოს მძიმე ლოდი მოგეხსნათ.

ტყუპი

დღე იდეალურია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანია, რომ სახლში ატმოსფერო იყოს მშვიდი და მეგობრული.

კირჩხიბი

არ უნდა დაიწყოთ ახალი საქმეები ან ხელი მოაწეროთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, განსაკუთრებით ფინანსურს: არ არის ამისთვის საუკეთესო დღე, დიდია სერიოზული შეცდომის დაშვების რისკი.

ლომი

მიზანშეწონილია ადამიანებთან რაც შეიძლება ნაკლები კომუნიკაცია - როგორც კოლეგებთან, ასევე მეგობრებთან და ნაცნობებთან: საუბრებმა - თუნდაც ზოგად და უმნიშვნელო თემებზე - შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტი.

ქალწული

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება მოულოდნელად გაიხსენოთ წარსული კონფლიქტი, რომელიც დიდი ალბათობით მორიგი ჩხუბის მიზეზი გახდება.

სასწორი

აზრი არა აქვს ოპონენტების დარწმუნებას თქვენს სისწორეში. ამიტომ დრო უნდა დაუთმოთ თქვენს პროექტზე მუშაობას.

მორიელი

წარსულის მოვლენებში ჩაძირვამ შეიძლება გაგახსენოთ უსიამოვნო მოგონებები, რაც აუცილებელია მნიშვნელოვანი დასკვნებისთვის, რაც დაგეხმარებათ მიმდინარე სიტუაციაში გარკვევაში.

მშვილდოსანი

არ არის საუკეთესო დღე ახალი პროექტების განსახორციელებლად, ჯობია დრო დაუთმოთ რუტინულ და მოსაწყენ საქმეებს, რომლებსაც თქვენ გარდა არავინ გააკეთებს.

თხის რქა

დროა ჩამოიშოროთ ადამიანები, რომლებიც არ გექცევიან საუკეთესოდ: ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში იგრძნობთ მნიშვნელოვან მორალურ შვებას.

მერწყული

დღეს ყველაზე პროდუქტიული აქტივობები იქნება შემოქმედებითი, თუნდაც სამოყვარულო დონეზე. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ჰობი, უნდა აირჩიოთ და შესაძლოა, ეს თქვენი ცხოვრების საქმე გახდეს.

თევზები

აუცილებელია დაისვენოთ ყველა საქმისგან - როგორც პროფესიული, ისე საოჯახო. გაისეირნეთ საყვარელ ადამიანთან ერთად; განახორციელეთ შემოქმედებითი იდეა ან გამოიძინეთ.