არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა.
მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად.
ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ.
გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ.
მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღეს დაბადებული ბავშვი ნიჭიერი, ალალი და საქმოსანი იქნება, მაგრამ ცინიკოსი. დიდხანს იცოცხლებს
ამ დღის ქვებია: ცისფერი ნეფრიტი, საფირონი და ქარვა.
მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 21:50
მთვარე ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 16:30
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ლომში
მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე.
უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.
კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
გაამდიდრეთ რაციონი კურაგით, ქიშმიშით, ლეღვით (ან ჩირით), მწვანილით.