კურო
დღეს შეიძლება სრულიად ახალი საქმიანობა შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ უარს იტყოდეთ, კარგად დაფიქრდით.
ტყუპი
სანამ ძველ საქმეებს არ დაასრულებთ, ახლებს ნუ წამოიწყებთ. დაარეგულირეთ სამსახურებრივი საქმეები და პირადი ცხოვრება.
კირჩხიბი
ავანტიურულ განწყობაზე ხართ და მეგობრებიც ხელს შეგიწყობენ მიზნის მიღწევაში. თავს თავისუფლად, ყოვლისმცოდნედ და ყოვლისშემძლედ იგრძნობთ.
ლომი
დღეს ძირითადად მომავალი კვირის დაგეგმარებით იქნებით დაკავებული, მაგრამ დასვენებასაც ნუ დაივიწყებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ აჩქარდებით.
ქალწული
კარგი დღეა საქმიანობის გასაფართოებლად. დაელოდეთ სიურპრიზებსა და საჩუქრებს.
სასწორი
უარს ნუ იტყვით რჩევებსა და დახმარებაზე. საქმეებში უკეთ გასარკვევად მეტი მონდომება გმართებთ.
მორიელი
კონტრაქტების გაფორმებისას ნუ აჩქარდებით. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.
მშვილდოსანი
გაუაზრებელმა ქმედებებმა შეიძლება წაგება მოგიტანოთ. ყველა დეტალი კარგად გაიაზრეთ. იღბალს ნუ მიანდობთ საკუთარ საქმეებს.
თხის რქა
ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რაც მომავალში ფინანსური მოგებით დაგიბრუნდებათ. დღეს რა საქმესაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ.
მერწყული
თუ გულხელდაკრეფილი იჯდებით არაფერიც არ გამოგივათ. დროა, გააქტიურდეთ! როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაშიც.
თევზები
სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეთ ყველა დეტალი კარგად გაანალიზეთ. ეცადეთ, სხვის კი არა, პირველ რიგში საკუთარ წარმატებაზე, მოგებაზე იზრუნოთ.