9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს ბედი მოულოდნელ საჩუქარს, სიურპრიზს გპირდებათ. შეიძლება მოულოდნელად ლატარიაში მოიგოთ. მთავარია, კარგ განწყობაზე იყოთ და ნებისმიერ სასიამოვნო მოვლენას, უმნიშვნელოსაც კი, დადებითი განწყობით შეხვდეთ.

ტყუპი

დღეს მაქსიმალურად ყურადღებიანი და დაკვირვებული უნდა იყოთ. არ გამოგეპაროთ დეტალები. თორემ, უფროსის საყვედურს დაიმსახურებთ.

კირჩხიბი

დღეს შეიძლება აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლამ მოგიწიოთ. მაქსიმალურად მობილიზებული და დამაჯერებელი უნდა იყოთ.

ლომი

მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქველმოქმედებასთან, დაზღვევასთან ან სოციალურ სფეროებთან.

ქალწული

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ვალის აღებისგან. მომავალში გაგიჭირდებათ მისი დაბრუნება. სამაგიეროდ, კარგი დღეა საინტერესო ინფორმაციის შესაგროვებლად.

სასწორი

დღის გეგმები დილითვე შეადგინეთ. მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოთ, რადგან არ დააგვიანოთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე და არ დაგავიწყდეთ ზოგიერთი საქმის შესრულება.

მორიელი

კოლეგებისა და ნათესავების დახმარების გარეშე ოფისსა და სახლში წესრიგის დამყარება გაგიჭირდებათ. მშვიდად და ყურადღებით იმოქმედეთ, რათა ნაგავს მნიშვნელოვანი საბუთები, ძვირფასი ნივთები არ გააყოლოთ.

მშვილდოსანი

დღეს ყველაფრისადმი გაგიმძაფრდებათ ინტერესი. მაგრამ გაფრთხილდით, გარშემო მყოფების ცხოვრებაში ჩარევამ და საიდუმლოებების გამოძალვამ შეიძლება უსიამოვნებებში გაგხვიოთ.

თხის რქა

დღეს იმაზე მეტ საქმეზე ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას, ვიდრე შეასრულებთ. შეეცადეთ, ადეკვატურად შეაფასოთ თქვენი ძალები და დასვენებისთვისაც გამონახოთ დრო.

მერწყული

თამამად მიიღეთ მონაწილეობა ექსპერიმენტებსა და დისკუსიებში, განსაკუთრებით, თუ თემა ინოვაციურ ტექნოლოგიებს ეხება. გამოიჩინეთ ინტერესი, შეისწავლეთ ახალი სფეროები, მოინახულეთ საინტერესო ადგილები.

თევზები

საკუთარი საქმეების მოსაგვრებლად შეიძლება უცხოელი კოლეგების დახმარებაც დაგჭირდეთ. შეიძლება პირველივე ცდაზე შედეგი ვერ მიიღოთ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ და შეუძლებელიც შეძლოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით