9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მაქსიმალურად თავდაჭერილი უნდა იყოთ, როგორც საუბრისას, ასევე მოქმედების დროსაც რათა არ გაანაწყენოთ ახლობლები. იფიქრეთ მხოლოდ დადებითზე და არაფერ უარყოფითზე ყურადღება არ გაამახვილოთ.

ტყუპი

გაგიადვილდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. კარგი დღეა კოლეგებთან და კომპანიონებთან სამომავლო გეგმების განსახილველად.

კირჩხიბი

კარგი დღეა საყიდლებისთვის. შეიძლება ისეთ ნივთს წააწყდეთ, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით. აგრეთვე, წარმატებულია ყველა ის საქმე, რასაც ძალდატანების გარეშე გააკეთებთ.

ლომი

კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. აგრეთვე, განაწყენებულ ნათესავ-მეგობრებთან შესარიგებლად.

ქალწული

ახალგაცნობილი ადამიანები პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებიან და სიტუაციასაც განმუხტავენ. თქვენ კი ახალი იდეებით აგავსებენ და მოქმედების სტიმულს გაგიჩენენ.

სასწორი

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. აგრეთვე, მუსიკის მოსასმენად, კარგი ფილმის სანახავად, გამოფენაზე დასასწრებად, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

მორიელი

სამსახურის საქმეების გამო საყვარელ ადამიანსა და ოჯახს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, რითაც მათ უკმაყოფილებას გამოიწვევთ.

მშვილდოსანი

სამსახურის საქმეების პარალელურად მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. ეცადეთ, სიურპრიზით ან მცირე საჩუქრით მაინც გაახალისოთ.

თხის რქა

სამსახურის საქმეები დღეს თქვენგან მეტ ყურადღებასა და დაფიქრებას მოითხოვს. მაგრამ საღამოს მაინც გამონახეთ მცირე დრო დასვენებისთვის, სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად.

მერწყული

დღეს ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ, მაგრამ ახალი იდეები და გეგმები ფურცელზე ჩამოწერეთ, რათა სამომავლოდ განახორციელოთ.

თევზები

თუ ცვლილებები გსურთ, ყოველივე ძველისგან უნდა გათავისუფლდეთ. ეს შეიძლება ურთიერთობაც იყოს, ნივთებიც და საქმიანობაც. ყოველივე ის, რაც წინსვლაში, განვითარებაში გიშლით ხელს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით