ლომებო, გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია, მოირგეთ გვირგვინი და ტახტზე კუთვნილი ადგილი დაიკავეთ. ახლა თქვენი დროა და უნდა გააქტიურდეთ. თუ გსურდათ იმიჯის, სტილის შეცვლა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, უნდა გააქტიურდეთ. არ გირჩევთ ზედმეტი ამბიციის და ქედმაღლობის გამოვლენას, - მეგობრებისა და ახლობლების გარეშე დარჩებით. გამოავლინეთ თქვენი ნიჭიერება. მიიღებთ მონაწილეობა ექსპერიმენტებში. გახშირდება მეგობრული, მხიარული შეხვედრები.
ბიზნესი, სამსახური
სურვილების ასრულების, მთების გადადგის დრო გელოდებათ. მოგეცემათ წინსვლის, გამარჯვების შანსი. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, არ თქვათ უარი ახალ, საინტერესო პროექტებში მონაწილების მიღებაზე. გამოდით სცენაზე, შეხვდით და გააცანით თქვენი იდეები გავლენიან ადამიანებს. მათი დახმარებით ძველ, უსიამოვნო თემებს მოაგვარებთ. გახშირდება შეხვედრები ძალაუფლების მქონე პირებთან. არ თქვათ უარი დამატებით ვალდებულებებზე. იზრუნეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 26 აგვისტომდე კარგი იქნება ფულის დაბანდება. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. თვის ბოლოს კარგია სწავლა, სასწავლო კურსებზე დასწრება.
სიყვარული
მოგინდებათ პირადი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. გააქტიურდით, რომ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, ის, ვინც გვერდს ღირსეულად დაგიმშვენებთ. არ არის გამორიცხული, სცადოთ ურთიერთობის აღდგენა ყოფილთან. 11 აგვისტოდან საწინააღმდეგო სქესის მხრიდან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. ნუ ეძებთ იდეალურს, ვისკენაც გული გაგიწევთ მხოლოდ მას დაუკავშირეთ ბედი. დაწყვილებულებმა ერთად გაატარეთ შვებულება. იზრუნეთ რომანტიკული კავშირის გამყარებაზე.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. გამოგივათ ყველაფერი, რასაც მოინდომებთ და ცოტა მეტ ყურადღებას დაუთმობთ. დაიწყეთ ვარჯიში სუფთა ჰაერზე, ჩაერთეთ სპორტის აქტიურ სახეობებში. ამასთან, ნუ გათამამდებით, დაიზღვიეთ თავი ტრავმისგან. თუ გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ხშირად გაიზომეთ წნევა. კარგი იქნება კარდიოლოგთან და ენდოკრინოლოგთან ვიზიტი. აგვისტოში მინიმუმამდე შეამცირეთ ალკოჰოლური სასმელებს მიღება, ცხიმიანი ხორცის ჭამა. უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ.
12 აგვისტოს შემდეგ შეიძლება დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში ძველი პრობლემები. ბრძნულად და მოთმინებით მიუდექით ყველაფერს. მხოლოდ იმ ადამიანებთან გააფორმეთ ხელშეკრულება, ვისაც ენდობით. საყვარელ ადამიანს ნუ დაადანაშაულებთ უყურადღებობაში. თავად იყავით მზრუნველი და მოსიყვარულ მის მიმართ.
27 აგვისტოს შემდეგ გააქტიურდით მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. დაისახეთ ის მიზანი, რომელსაც რეალურად განახორციელებთ. იყავით გააზრებული, თითოეული თეთრი გაანგარიშებული უნდა გქონდეთ. თუ მოინდომებთ, გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო.