დროის საუკეთესოდ გატარება გელოდებათ ახლობლების, მეგობრებისა და კოლეგების გვერდით. გაგიტაცებთ ახალი იდეები და მათი განხორციელება მოგინდებათ. შეიძლება გახდეთ ავტომობილის ან უძრავი ქონების მფლობელი. გაიცნობთ გავლენიან ადამიანებს და მათი დახმარებით სასურველის მიღწევას შეძლებთ. ნუ მოგერიდებათ რჩევების კითხვა. თუ წინააღმდეგობას გადააწყდებით, ნუ აჩქარდებით, კლდის მტვრევას ნუ დაიწყებთ. შემოვლითი გზა აუცილებლად იქნება. ჩახლართული სიტუაციიდანაც იოლად იპოვით გამოსავალს. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
ბიზნესი, სამსახური
საინტერესო, საქმიანი შეხვედრები გელოდებათ. გაიჩენთ ერთგულ მოკავშირეებს, მფარველებს, მეგობრებს. ისწავლეთ დროის სწორად გადანაწილება; გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. არავის და არაფერს ენდოთ გადაუმოწმებლად; დააკვირდით დოკუმენტებს, შეამოწმეთ საბუთები. ზოგიერთმა შეიძლება საიდუმლო საქმიანობა დაიწყოთ. ამასთან, მოგეცემათ დაწინაურების შესაძლებლობა. თვის ბოლოს მოძლიერდებიან კონკურენტები და არ ჩაერთოთ ბრძოლაში. ახლა მეტად უნდა დაისვენოთ, მანამ, სანამ მზე თქვენს ნიშანში არ გადავა.
სიყვარული
ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება გელოდებათ ან რომანტიკული ურთიერთობ სტატუსით, ასაკით თქვენზე უფროს ადამიანთან. საუკეთესო დროა ხელოვანი ნიშნებისთვის. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას, ახლა უმჯობესია დაგროვება. 11 აგვისტოს შემდეგ ახალი სიყვარულს შეიძლება საერთო ინტერესთა ჯგუფში შეხვდეთ, მეგობრების წრეში ან შეიძლება მეგობრული ურთიერთობა სასიყვარულოში გადაიზარდოს. დაწყვილებულების ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. საუკეთესო დროა სტუმრების მისაღებად, ბავშვებთან ერთად გასართობად.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ენერგიული და აქტიური ხართ. ტონუსის შესანარჩუნებლად კარგი იქნება მეტი აქტიურობა, ყოველდღიური სეირნობა სუფთა ჰაერზე. ამასთან, არ გირჩევთ სპორტის სარისკო სახეობებში ჩართვას. კარგი იქნება დიეტის დაცვა. უარის თქმა ფასტ ფუდსა და ცხიმიან-შემწვარ საკვებზე.
12 აგვისტოს შემდეგ მოგინდებათ გართობა, მეტი დროის გატარება ბავშვებთან. საუკეთესო დროა რომანტიკული ნაცნობობისთვის ან უკვე არსებული ურთიერთობების გასავითარებლად.
27 აგვისტოს შემდეგ ენერგიის დაგროვების დროა. დაისვენეთ, განმარტოვდით, მოერიდეთ აქტიურობას, ხმაურს. ჩაინიშნეთ ყველა იდეა, რაც დაგებადებათ.