ავტორი:

ამაღამ სუპერსავსემთვარეობაა: დაძაბულობა პიკს მიაღწევს, რას მოგვიტანს მომდევნო ორი კვირა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამაღამ სუპერსავსემთვარეობაა: დაძაბულობა პიკს მიაღწევს, რას მოგვიტანს მომდევნო ორი კვირა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

13 ივლისს სუპერსავსემთვარეობას ველოდებით თხის რქის ზოდიაქოში. ეს არის შედეგის მიღების, რაღაც ეტაპის დასრულების პერიოდი. სუპერსავსემთვარეობა ნიშნავს, რომ მთვარე იქნება ჩვეულ ზომაზე დიდი და კაშკაშა, რადგან მაქსიმალურად მოახლოებულია დედამიწასთან. სავსემთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზის ტრადიციულად წაკითხვამდე ჯერ ასტროლოგიური მოვლენები განვიხილოთ.

22 ივლისამდე მზე ყველაზე მეოჯახე, ნათესავებზე მზრუნველ კირჩხიბის ზოდიაქოშია. ის არის წინაპრებისა და საცხოვრებლის, ემოციებისა და კვების სიმბოლო. კირჩხიბის მმართველი არის მთვარე და სავსემთვარეობაზე ის იქნება თავის მოწინააღმდეგე - თხის რქის ნიშანში, რომელიც მაქსიმალურ პასუხისმგებლობას მოითხოვს ყველაფერში. თხის რქა არის კარიერის, ბიზნესის, პროფესიული მიღწევებისა და ზრდის, სიმბოლო. ახასიათებს შრომისმოყვარეობა, სიცივე, კონსერვატიულობა, დისციპლინა, პასუხისმგებლობა. სანამ მზე კირჩხიბში იქნება გირჩევთ, მეტი დრო გაატაროთ შვილების, ნათესავების გვერდით, შეასრულოთ საყოფაცხოვრებო ვალდებულებები, იზრუნეთ საოჯახო პირობების გაუმჯობესებაზე. მოიცალოთ ოჯახური და ნათესაური შეკრებებისთვის.

სავსემთვარეობა თხის რქაში გველოდება 22:37-ზე, მაგრამ თვითონ ოთხშაბათი და მომდევნო დღეც საკმაოდ საფრთხილო, ემოციურია და გაითვალისწინეთ. თხის რქის მმართველი, სადაც სავსემთვარეობა გველოდება არის სატურნი - მკაცრი და სამართლიანი, კარმისა და დროის მმართველი პლანეტა. მას უყვარს ყველაფრის გაკონტროლება, ჩარჩოების დაწესება, შეზღუდვა. ეს არის დასრულების და შედეგის მიღების პერიოდი. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2022 წლის 2 იანვარს, ამ დღეს გვქონდა ახალმთვარეობა თხის რქაში და შეიძლება მაშინ დაწყებული საქმეების, პროცესების შედეგები მიიღოთ ახლა. თუ მაშინ ჩამოწერეთ ახალი იდეები და მიზნები შეიძლება ახალა განახორციელოთ ან მიხვდეთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, რა უნდა გამოასწოროთ. სავსემთვარეობა არის გამონათების პერიოდი და დაინახავთ შედეგს, გაიგებთ მნიშვნელოვან ამბავს. გამორიცხული არაა, მიიღოთ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვისზეც ხართ დამოკიდებული, თანამდებობის პირებზე. ადამიანებს მოუნდებათ სამსახურის მიტოვება, განქორწინება, ისეთი ურთიერთობების დასრულება, რომელიც ვერ ვითარდება. მშვიდობიანად დაარეგულირეთ სამსახურისა და ოჯახის თემები; ერთის გამო მეორეს ნუ მოაკლებთ ყურადღებას.

სუპერსავსემთვარეობის დღეს დაფიქრდებით საკუთარ მდგომარეობაზე სოციუმში, ოჯახში, სამსახურში. სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანთის მოპირდაპირე ნიშნებშია და დაძაბულობა პიკს აღწევს. ამასთან, მთვარის გვერდითაა ტრანსფორმაციისა და ძალაუფლების პლანეტა პლუტონი. მოერიდეთ კამათს, აკონტროლეთ ემოციები, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ამასთან, მომდევნო ორი კვირა მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. აქტიური პერიოდია და შეიძლება მოხდეს ისიც კი, რაც ვერ წარმოგედგინათ. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული ნებისმიერი საქმის, ოპერაციის შესრულებისას. არ გირჩევთ აგრესიულობას, დაუფიქრებლობას.

სავსემთვარეობა, რა თქმა უნდა, ყველაზე იქონიებს გავლენას, მაგრამ განსაკუთრებით: კუროს (განსაკუთრებით 9-15 მაისში დაბადებულებზე), ქალწულის (განსაკუთრებით 11-16 სექტემბერში დაბადებულებზე), თხის რქის (განსაკუთრებით 9-15 იანვარს დაბადებულებზე), ვერძის (განსაკუთრებით 8-14 აპრილს დაბადებულებზე), კირჩხიბისა (განსაკუთრებით 11-17 ივლისში დაბადებულებზე) და სასწორის (განსაკუთრებით 12-18 ოქტომბერში დაბადებულებზე) ზოდიაქოს ნიშნებზე. აგრეთვე მათზე, ვისაც მნიშვნელოვანი წერტილები და პლანეტები გყავთ ზემოჩამოთვლილ ნიშნებზე და განსაკუთრებით 19-25 გრადუსში. კუროს და ქალწულს გეძლევათ შანსი, რომ სხვადასხვა სფეროში მოსინჯოთ ძალები და გაიმრავალფეროვნოთ ცხოვრება; ვერძებისა და სასწორებისთვის მოიმატებს დაძაბულობა და სირთულეები. არ გადადოთ მომავლისთვის ის, რაც დღეს უნდა მოაგვაროთ. თხის რქებმა დაიცავით ბალანსი სამსახურის საქმეებსა და საოჯახო ვალდებულებებს შორის. კირჩხიბები კი მთავარ როლში ხართ. მზე თქვენს ნიშანშია, შანსებთან ერთად ემოციურობაც გემატებათ და ეცადეთ, არ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც სულიერ ბალანსს დაგირღვევთ.

სუპერსავსემთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცანით მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

მიიღებთ შედეგს შესრულებული საქმისგან, თუ დაწინაურებისთვის მიიწევდით, დაწინაურდებით. გაერკვევით პროფესიულ ვალდებულებებში. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ სამსახური, გადაწყვიტოთ მისი მიტოვება ან გახვიდეთ პენსიაზე. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, აკონტროლოთ ემოციები. სტატუსის შეცვლაც ითხოვს დაკვირვებას. არ გირჩევთ გადაწყვეტილებების ცხელ გულზე მიღებას. განსაკუთრებით - განქორწინების. შეყვარებულებმა კი შეიძლება გადაწყვიტოთ დაქორწინება.

კურო

გადაწყვეტთ სამოგზაუროდ გამგზავრებას ან დაგეგმავთ მივლინებას, შვებულების გატარებას საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას უცხოეთში მცხოვრები ახლობლისგან ან თუ დაქორწინებული ხართ, მეუღლის ნათესავებისგან. შეიძლება დაასრულოთ ურთიერთობა უცხოელ საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორთან. დაასრულებთ სასწავლო კურს. ან უმაღლესში ჩაბარების შესაძლებლობა მოგეცემათ. თუ სასამართლო საქმეები გქონდათ აღძრული, დასრულდება.

ტყუპი

სავსემთვარეობა თქვენს ფინანსურ თემებს შეეხება. მიიღებთ თანხას ადრე შესრულებული საქმისგან ან ფულს საჩუქრად. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი ან თავად გაისტუმროთ კრედიტი, სესხი. ხოლო თუ გსურდათ ბანკიდან ფულის გამოტანა, მიიღებთ. თუ ადრე იღებდით სახელმწიფო დახმარებას ან დაზღვევას ამ სავსემთავრეობაზე შემოსავლის ეგ წყარო დაიხურება. გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს და ეცადეთ, გონივრულად გადაანაწილოთ ფული.

კირჩხიბი

ყურადღების მისაქცევია პარტნიორული ურთიერთობები - საქმიანიც და სასიყვარულოც. სავსემთვარეობის შემდეგ შეიძლება გაწყვიტოთ ზოგიერთთან ურთიერთობა. ან მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათგან. შეეცადოთ გაერკვეთ არსებულ ურთიერთობაში. როგორც წესი, სხვების გაბედნიერებაზე ხართ მომართული, მაგრამ ეცადეთ, საკუთარ თავსაც დაუთმოთ დრო. არ გირჩევთ კონფლიქტს და კავშირის გაწყვეტას პარტნიორებთან, მოლაპარაკება და ოქროს შუალედის დაცვა შესაძლებელია; შეთანხმებულად მიიღეთ გადაწყვეტილებები.

ლომი

დასრულდება პროექტი ან საქმეს, რასაც აკეთებდით; შეიძლება შეიცვალოს იმ კოლექტივის შემადგენლობა, ვისთან ერთად მუშაობდით. არ გირჩევთ კამათს გარშემო მყოფებთან, კოლეგებთან. მიიღებთ თანამდებობას თუ სამსახურის მაძიებელი ხართ. შეიძლება შეგეცვალოთ სამუშაო გრაფიკი. ყოველდღიური საქმეების პარალელურად უნდა გამონახოთ დრო იდეების განსახორციელებლად. მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. თუ მკურნალობით, ეს სავსემთვარეობა მოგიტანთ გამოჯანმრთელობას. თუ სახლში რემონტი გქონდათ, დაასრულებთ ან გადაწყვეტთ, რომ სარემონტო სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი.

ქალწული

დაასრულებთ შემოქმედებით პროექტებს. ზოგიერთს შვილები გაგახარებენ თავიანთი მიღწევებით ან თუ სურვილი გაქვთ, მიიღებთ შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას. თუ ხვდებით, რომ სასიყვარულო ურთიერთობა აღარ ვითარდება, შეიძლება მისი გაწყვეტა განიზრახოთ ან პარტნიორთან დალაპარაკების შემდეგ კავშირი სხვა ეტაპზე გადაიყვანოთ. მარტოხელებს კი სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.

სასწორი

მიიღებთ საინტერესო ინფორმაციებს უძრავ ქონებასთან, ოჯახთან, ნათესავებთან დაკავშირებით. თუ ამ უკანასკნელებთან განაწყენებული იყავით გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება. მოგინდებათ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება; მეტი დროის გატარება მშობლებთან, ოჯახის წევრებთან. დასრულდება ოჯახური სირთულეები და უსიამოვნებები. ზოგიერთი შინ უმასპინძლებთ ახლობლებს, მეგობრებს, შორეულ ნათესავებს. ყურადღებით გააფორმეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდის საკითხები. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ საცხოვრებელი.

მორიელი

არ გაართულოთ დამოკიდებულება მეგობრებთან, დედმამიშვილებთან, მეგობრებთან. რაღაც მიზეზის გამო შეიძლება ზოგიერთთან მოგიწიოთ დამშვიდობებამ. თუ ავტომობილის ყიდვა გსურთ, დაიცადეთ რამდენიმე დღე, სავსემთვარეობის დღეებში ნუ შეიძენთ. გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებს ან მიიღებთ, თუ ეძებდით. თუ სწავლობთ, მიიღებთ სერტიფიკატს, დიპლომს. არ გირჩევთ ემოციების გამოხატვას. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.

მშვილდოსანი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან მიიღებთ საქმეს, რაც მოგიტანთ ფულს. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება ფინანსური საკითხები. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან თუ მაძიებელი ხართ, დაიწყოთ მუშაობა. შეიძლება გადაწყვიტოთ ფულის დაბანდება სარფიან ბიზნესში ან შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. აკონტროლეთ შემოსავალ-გასავალი. ფულის გამო მოერიდეთ უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან.

თხის რქა

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია. ეს საუკეთესო დროა, ერთი ეტაპის დასასრულებლად და ახალზე გადასასვლელად. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმისგან. დაფასდება თქვენი საქმე. მოგინდებათ გარეგნობის, იმიჯის, სტილის შეცვლა. თუ მკურნალობდით, გაიგებთ, რომ გამოჯანმრთელდით. ან დაასრულებთ მკურნალობის კურსს, მიიღებთ ანალიზების პასუხს. კარგი იქნება, ახალი ნივთების შეძენა, ფულის დაბანდება საკუთარ თავში, განათლებაში. ზოგიერთს შეგეცვლებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებისადმი (საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან) და ზოგიერთთან შეიძლება დამშვიდობებაც კი მოგიწიოთ.

მერწყული

გაიგებთ ამბავს, ინფორმაციას, რასაც აქამდე გიმალავდნენ. ან შეიძლება თავად გქონდათ რამე დაფარული და ამ სავსემთვარეობამ შეიძლება გამოააშკარაოს. აღარ დამალავთ იმას, რისი დამალვაც გიწევდათ. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ემიგრაციაში გამგზავრება. გათავისუფლდებით ყველა იმ ხელისშემშლელი ფაქტორისგან, რაც წინსვლაში, წარმატების მიღწევაში გიშლიდათ ხელს. თუ მარტოხელა იყავით, ან განმარტოებული, გამოჩნდებიან საინტერესო ადამიანები. შეიძლება ყოფილებიც გააქტიურდნენ და თავადაც მოგინდებათ გამოჩენა, იზოლაციიდან გამოსვლა.

თევზები

საინტერესო ამბებს გაიგებთ თანამოაზრეებზე; დაასრულებთ პროექტს, საქმეს, რომელზეც კოლეგებთან ერთად მუშაობდით. აგისრულდებათ სურვილი, ნატვრა. თუ კონკურსებსი ან შეჯიბრებაში მონაწილებდით. შეიძლება დასრულდეს ეგ ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. მოგინდებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა ან ინტერნეტპროექტებში გააქტიურება. ზოგიერთმა შეიძლება ვლოგიც გააკეთოთ. ამ სავსემთავრეობის შემდეგ ზოგიერთ მეგობართან გაწყვიტავთ კავშირს, გამოხვალთ ჯგუფიდან ან კოლექტივიდან. გამორიცხული არაა, სხვა ჯგუფის ან კოლექტივის წევრი გახდეთ. დაბოლოს, სავსემთვარეობაზე მომატებულია ემოციები და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე.