ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: "გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება"

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: "გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება"

თვის უმეტესი დრო საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას უნდა დაუთმოთ. იყავით შემოქმედებითი, მეტად გამოავლინეთ თქვენი ტალანტი, შესაძლებლობა. თამამად გამოდით სცენაზე, მიიღეთ მონაწილეობა შეჯიბრებებში. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან და შვილებთან დროის გასატარებლად. ამასთან, გირჩევთ, მოერიდოთ აზარტულ თამაშებს, ფულის ფლანგვას.

საქმიანი პროგნოზი

ზოგიერთ სფეროში ლიდერი უნდა გახდეთ. გარშემო მყოფებს სჯერათ თქვენი და მიმდევრებიც ადვილად გამოგიჩნდებიან. მარტივად მოაგვარებთ საქმეებს საქმიან პარტნიორებთან, ნებისმიერთან გამონახავთ საერთო ენას. გაგიჩნდებათ ახალი იდეები. შეიძლება ახალ საქმიანობაში, ჰობიში მოსინჯოთ საკუთარი ძალები. თვის მეორე ნახევარში მეტად უნდა გააქტიურდეთ, რომ მოაგვაროთ სამსახურის საქმეები, ვალდებულებები. ზოგიერთი იმდენად ჩაერთვებით პროექტებში, რომ დასვენებისთვის ვერ მოიცლით.

სიყვარული

უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. შეიძლება საინტერესო ადამიანი ნათესავების დახმარებით გაიცნოთ, ან ახლობლის ოჯახში. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად. ერთად მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძები, ხშირად მოაწყვეთ ოჯახური წვეულებები. რომანტიკული საღამოების მოწყობა შინ უფრო სასიამოვნო იქნება. გამონახეთ დრო ბინის კეთილმოსაწყობად, იზრუნეთ, რომ სახლი უფრო ლამაზი და ჰარმონიული გახდეს.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მოიმატებს გადაადგილების სურვილი. შეიძლება დაგეგმოთ ექსკურსიები, ქალაქგარეთ პიკნიკები. დაკვირვებით შეადგინეთ საბუთები. თვის ბოლოსკენ მეტად უნდა მოინდომოთ საოჯახო საკითხების მოგვარება. შეიძლება დაიწყოთ რემონტი, ან შეაკეთოთ რამე. იზრუნეთ ბინის დაცვაზე. მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

პირველი აპრილის შემდეგ რომანტიკული თავგადასავლების განწყობაზე დადგებით. მოგინდებათ გართობა, შვილებთან ერთად დროის გატარება. შეგიძლიათ ერთად განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. ზოგიერთმა შეიძლება ჰობი შემოსავლის წყარო გაიხადოთ.

16 აპრილის შემდეგ გადახედეთ სამეგობრო წრეს, ჯგუფებს, სადაც ხართ გაწევრიანებული. შეიძლება ზოგიერთთან მოგიწიოთ დამშვიდობებამ ან გამოხვიდეთ ძველი ჯგუფიდან და გაწევრიანდეთ ახალში. ზოგიერთმა კი შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვისთან ერთადაც დაიწყებთ ახალ საქმეს.

30 აპრილის შემდეგ უნდა დაარეგულიროთ დღის განრიგი. გაიუმჯობესოთ ყოველდღიური რეჟიმი. გააქტიურდით ვალდებულებების შესასრულებლად. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. ჩაიტარეთ სრული სამედიცინო კვლევა. ზოგიერთი შეიძლება ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ.