ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის

ჩაერთეთ კოლექტიურ საქმიანობაში, ეს შეიძლება იყოს პროფესიული სფერო, გასართობი ან შემოქმედებითი. გაერთიანებით ინტერესთა ჯგუფებში. გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან. მოიმატებს პოზიტიური განწყობა და მიიზიდავთ ადამიანებს, ვინც თქვენს გატაცებებს, იდეალებს იზიარებს. ზოგიერთი გადაწყვეტთ, მონაწილეობა მიიღოთ საქველმოქმედო საქმიანობაში.

საქმიანი პროგნოზი

გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. თვის დასაწყისში შანსი გეძლევთ, განახორციელოთ დიდი ხნის გეგმები, იდეები. კარგ შედეგს მოგიტანთ გუნდური მუშაობა. თუ მოინდომებთ, სპეციალისტებს შემოიკრიბავთ და ბევრ კარგ პროექტს განახორციელებთ. თვის მეორე დეკადიდად კი შეიძლება გართულდეს გარშემო მყოფებთან კომუნიკაცია. მოგინდებათ განმარტოება, საკუთარ სამყაროში გარკვევა. შეიძლება მიიღოთ საიდუმლო ინფორმაცია, დაგებადოთ იდეა, რომელიც ჯერ არ უნდა გაამხილოთ.

სიყვარული

აპრილში სიყვარული და პროფესია მჭიდრო კავშირში იქნება. შეიძლება ახალი რომანი გააჩაღოთ სამსახურში, კოლეგასთან. ზოგიერთმა შეიძლება სამსახური საყვარელი ადამიანის დახმარებით მიიღოთ. შეიძლება იქორწინოთ სოციუმში წარმატებულ, პოპულარულ პიროვნებაზე. ან სიყვარულის გამო შეგეცვალოთ სტატუსი: იქორწინოთ, გაიგოთ, რომ შვილს ელოდებით, გადახვიდეთ პრესტიჟულ ბინაში საცხოვრებლად.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა გაგიჭირდებათ. მოგინდებათ მოგზაურობა (ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც), შეხვედრები, შეიძლება საცხოვრებელიც კი შეიცვალოთ. გახშირდება მივლინება, გადაადგილება რომანტიკული მიზნით. გაფრთხილდით, შეიძლება გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები და დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.

პირველი აპრილის შემდეგ სოციალურად უნდა გააქტიურდეთ, სოციალურ ქსელებშიც კი. მეტ დროს გაატარებთ მეგობრებთან ერთად. შეიძლება საერთო საქმეც კი წამოიწყოთ. მოგინდებათ საინტერესო ადამიანებთან საუბარი, საკუთარი აზრების გამოთქმა.

16 აპრილის შემდეგ უნდა დაასრულოთ პროექტი, რომელზეც დიდი ხანი იმუშავთ. შეიძლება წერტილი დაუსვათ რომანტიკულ ურთიერთობას, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ ან პირიქით, შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადაიყვანოთ - თანაცხოვრება, დაოჯახება.

30 აპრილის შემდეგ დაკვირვებული იყავით, რომ არ გამოგრჩეთ დეტალები, არ გათქვათ საიდუმლო. იგრძნობთ, რომ გადაიღალეთ, არა ფიზიკურად, არამედ ემოციურად და მოგინდებათ განმარტოება.