16 აპრილს, 22:57-ზე სავსემთვარეობა გველოდება სასწორის ზოდიაქოში. ახლა მზე ვერძშია, მთვარე - მის მოპირდაპირე ნიშანში და მათ შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ რთული დღეა თავად სავსემთვარეობაც და პლუს/მინუს 2 დღე, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული იყავით. შეიძლება უსიამოვნებისგან თავის არიდება, მთავარია, ვიცოდეთ, რომ რთული დღეები გველის და ყველა სფეროში უნდა გავფრთხილდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ სასწორი არის ჰარმონიული ნიშანი, სავსემთვარეობა მაინც რთული დღეა, რადგან მზეს და მთვარეს ცუდად უპირისპირდება პლუტონი (ძირეული ცვლილებები, ტრანსფორმაცია). სავსემთვარეობა ისედაც ემოციური დღეა და დაძაბულობა კიდევ უფრო იმატებს. მოიმატებს პროვოკაციები, ნეგატივი, გართულდება პოლიტიკური სიტუაციები, შეიძლება მოვისმინოთ მკვეთრი გამონათქვამები. ამასთან, მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, საჭესთან, ტრავმული დღეებია. არ გირჩევთ საავარიო სიტუაციის შექმნას.
ზოგიერთს მოუნდება ყველაფრის ერთი ხელით მოსმით შეცვლა, მაგრამ ემოციებზე აყოლილი ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს; არ გაწყვიტოთ კავშირები. აპრილის ახალმთვარეობაზე უნდა დაფიქრდეთ, გაქვთ კი შესაბამისი ძალა და ენერგია სირთულეების დასაძლევად. რეალურად და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები.
პლუტონის გავლენით იმატებს ენერგიულობა და უმცირესი ნაპერწკალიც კი (თუნდაც არასწორად ნათქვამი სიტყვა) საკმარისი იქნება, რომ აბრიალდეს აგრესიის, სიძულვილის ცეცხლი. იყავით თავშეკავებული გარშემო მყოფებთან, სასიყვარული და საქმიან პარტნიორებთან. არ გაართულოთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია პარტნიორულ ურთიერთობასთან, ხელშეკრულებებთან, კონტრაქტებთან. მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გაარკვიეთ სავსემთვარეობის გავლის შემდეგ; ნუ მოგინდებათ სხვებისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცება, ბაქიბუქობა. გარდა ამისა, 15 აპრილს ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს. საყიდლებიც არ იქნება სასურველი.
ვერძი
გააქტიურდება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან დაკავშირებული სფერო. შეიძლება გაიგოთ მათზე მნიშვნელოვან ამბავი, გამოვლინდეს მათ თვისების ისეთი შტრიხები, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ გქონდათ. ზოგიერთი გააფორმებთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. სავსემთვარეობაზე "თვალები აგეხილებათ" და გაიგებთ, ვისთან გსურთ მომავალში ურთიერთობა და ვის უნდა დაემშვიდობოთ. ამასთან, პლუტონის გავლენით, თუ არ გსურთ, ადამიანი, მტრად გექცეთ, მაქსიმალურად დიპლომატიური უნდა იყოთ.
კურო
მოგემატებათ ვალდებულება ოჯახის წევრების ან ახალი შინაური ცხოველების მიმართ. შეიძლება სამსახურში დაგემატოთ საქმეები, კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო. არ გირჩევთ სამსახურის მიტოვებას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ სრულ სამედიცინო გამოკვლევას. ამასთან, შეიძლება გამოგიჩნდნენ ახალი დამხმარეები და შეიმსუბუქოთ ვალდებულებები.
ტყუპი
მიხვდებით, რომ მეტად უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, გაინებივროთ. გამონახავთ დროს დასვენებისთვის, ჰობისთვის, სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. გაგიჩნდებათ სურვილი, დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს, წვეულებებს. შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ. ან შვილებისგან მნიშვნელოვან ამბებს გაიგებთ.
კირჩხიბი
ცვლილებები გელით ოჯახში, ნათესავებთან დაკავშირებით; მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს ყიდვა-გაყიდვა, ახალ ბინაში გადასვლა, რემონტის დაგეგმვა. შეიძლება ოჯახის ახალი წევრი დაგემატოთ. გახშირდება სტუმრების მიღება. რადგან ეს სავსემთვარეობა ცოტა აგრესიული გვაქვს, გაფრთხილდით, რომ არ დაძაბოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი, შეიძლება ოჯახისთვის შეიძინოთ აუცილებელი ნივთები.
ლომი
მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დოკუმენტებს, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება შეგეცვალოთ წარმოდგენა ან დამოკიდებულება უახლოეს ადამიანებთან: მეგობრები, კოლეგები, მეზობლები. გახშირდება მივლინება, მიმოსვლა ახლო მანძილზე. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას და-ძმებთან.
ქალწული
მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის, პროექტისთვის. შეიძლება აგინაზღაურდეთ დაზღვევის ან ჯარიმის ფული. ზოგიერთს მოგინდებათ ძვირად ღირებული ნივთის შეძენა, რითაც შეძლებთ თქვენი უპირატესობის დამტკიცებას, მაგრამ მოუხმეთ თქვენს გონიერებას და შეცდომები არ დაუშვათ. მოგინდებათ თქვენი საქმიანობის გაძვირება ან გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო.
სასწორი
სავსემთვარეობაზე მიხვდებით, რა თვისებები გაქვთ ვინ ხართ; გაიგებთ თქვენს შესაძლებლობებს; რა შეგიძლიათ ან რა უნდა შეიზღუდოთ. მოგინდებათ რაღაცის შეცვლა. კორექტირება შეეხება გეგმებსაც და კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობასაც. შეიძლება დაასრულოთ მკურნალობის კურსი. მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას გარშემო მყოფებთან.
მორიელი
გაიგებთ საიდუმლოს, რასაც აქამდე გიმალავდნენ. ეს შეიძლება თქვენც გეხებოდეთ. თუ აქამდე ფარული რომანი გქონდათ ან შემოსავლის ფარული წყარო, მოგინდებათ მისი გამომჟღავნება. მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას უცხოეთიდან ან შეიძლება თავადაც გადაწყვიტოთ საზღვარგარეთ წასვლა. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით უსარგებლო ნივთებისგან, მავნე დამოკიდებულებებისგან.
მშვილდოსანი
მოგინდებათ ინტერნეტსაქმიანობის დაწყება, ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, სასიყვარულ მიმოწერა ან ინტერნეტით გაიჩენთ ახალ მეგობრებს. ზოგიერთი პირიქით, შეიძლება დაშორდეს თავის მეგობარს და პლუტონის გავლენით, ძირფესვიანად ამოძირკვოთ ის თქვენი ცხოვრებიდან. დაემშვიდობებით ჯგუფს, კოლექტივს, რომელთა ინტერესებიც თქვენ აღარ გაკმაყოფილებთ. მიიღებთ შედეგს, ანაზღაურებას, თუ პროექტებზე მუშაობდით.
თხის რქა
მაქსიმალურ შედეგებს მიაღწევთ. ეს შეიძლება იყოს დაწინაურება ან ახალ თანამდებობაზე გადასვლა. საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებთ და ნათლად დაინახავთ, რა შეგიძლიათ და რა უნდა გაიუმჯობესოთ საკუთარ თავში. ზოგიერთს საქმიანობის შეცვლა მოგინდებათ ან მუშაობისთვის თავის დანებება. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას ხელმძღვანელობასთან. ზოგიერთი გადაწყვეტთ, შეიცვალოთ სტატუსი: დაქორწინება, შვილის გაჩენა.
მერწყული
გააქტიურდება კავშირები უცხოეთთან. შეიძლება თავადაც გადაწყვიტოთ საზღვარგარეთ გამგზავრება: სამოგზაუროდ ან ემიგრაციაში. უცხოეთში დაიწყებთ ბიზნესს ან საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ უცხოელი პარტნიორებისგან. მოგინდებათ დიპლომის დაცვა, დისერტაციის დაწერა. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ლექციების კურსის ჩატარებას, დაწერთ წიგნს ან სამეცნიერო მოხსენებას.
თევზები
დაფიქრდებით, რა მიმართულებით გსურთ განვითარება, სწორია თუ არა ის გზა, რომელსაც ახლა გადიხართ და შეიძლება, სრულიად სხვა გზა აირჩიოთ. თქვენში მოხდება ტრანსფორმაცია. სრულიად განსხვავებულ სფეროში მოსინჯავთ საკუთარ ძალებს. მიიღებთ ფულს, რაც ადრე შეზღუდული გქონდათ; ან დაიბრუნებთ ვალს. გაფრთხილდით, არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება თქვენს სასიყვარულო პარტნიორთან. ზოგიერთმა შეიძლება აიღოთ სესხი მნიშვნელოვანი საქმისთვის, მაგრამ გაფრთხილდით, რომ არ მოექცეთ ფინანსურ ხაფანგში.