ავტორი:

"არ გამოტოვოთ ეს მოვლენა, 12-13 აგვისტოს "ჯადოსნური" ღამეა, ვარსკვლავთცვენაზე ჩაიფიქრეთ სურვილი" - რა უნდა ვიცოდეთ აგვისტოს მნიშვნელოვან თარიღებზე

"არ გამოტოვოთ ეს მოვლენა, 12-13 აგვისტოს "ჯადოსნური" ღამეა, ვარსკვლავთცვენაზე ჩაიფიქრეთ სურვილი" - რა უნდა ვიცოდეთ აგვისტოს მნიშვნელოვან თარიღებზე

აგვისტო მუდამ მოულოდნელობების თვეა, განსაკუთრებით წლევანდელი. 12 აგვისტომდე მოახერხეთ საქმეების, ურთიერთობების, ცხოვრების რესტარტი. გადადით ჯანსაღი ცხოვრების წესზე. 12-13 აგვისტოს ღამეს, ვარსკვლავთცვენაზე ჩაიფიქრეთ სურვილი. აგვისტო წინა თვეებთან შედარებით მშვიდია, მაგრამ მოვლენებით არანაკლებ დატვირთული.

22 აგვისტომდე მზე ლომის ზოდიაქოშია. მზე თავისი სიძლიერის სახლშია. ლომი არის სიყვარულის, შემოქმედების, თვითრეალიზაციის, შვილების, დღესასწაულების სიმბოლო. ეცადეთ, რომ იყოთ მიზანმიმართული, დაკვირვებული.

თვე იწყება მზე-მერკურის შეერთებით ლომის ნიშანში. მერკური არის ორატორი, ამაყი, შემოქმედებითი, საუკეთესო წამყვანი. გაგიადვილდებათ საჭირო ადამიანებისა და საჭირო ინფორმაციების მოძიება, თუ, რა თქმა უნდა, გამოიჩენთ ინიციატივას. ზოგადად გირჩევთ, 12 აგვისტომდე მეტად გამოავლინოთ ინიციატივა.

ახალმთვარეობას ველოდებით 8 აგვისტოს (08-08), ლომის მე-17 გრადუსში, 17:50-ზე. ამ დღეს მომატებულია მოულოდნელობები. სტაბილურობისა და სიმშვიდის იმედი ნუ გექნებათ. დაგეგმილი საქმეებიც კი შეიძლება აგერიოთ. ამიტომ, სიტუაციის განვითარების კიდევ რამდენიმე ვარიანტი (გეგმა ბ, გ და ა.შ.) იქონიეთ. გარშემო მყოფებში მომატებულია ნერვებს აყოლა. ეცადეთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე. კონკრეტული ნიშნებისთვის ახალმთვარეობის პროგნოზს კი მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მერკური - გონებისა და კომუნიკაციის პლანეტა - ქალწულში იქნება 12-30 აგვისტოს შუალედში . მოიმატებს ანალიტიკურობა, სიზუსტე. ადამიანები მიიღებენ სწორ, ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს. გადახედეთ პირად საგნებს, მოიცილეთ უსარგებლოები. გაასუფთავეთ კომპიუტერი, სამუშაო მაგიდა უსარგებლო ფაილებისა და ნივთებისგან.

ჰარმონიული ვენერა სასწორს ესტუმრება 16 აგვისტოს და დარჩება 10 სექტემბრამდე. 16-მდე ვენერა პრაქტიკულობაში გვეხმარება. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებაც კი შეგვეძლება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვენერა სილამაზის პლანეტაცაა და ეცადეთ, მაქსიმალურად გაინებივროთ თავი სილამაზის, პროცედურებით. 16 აგვისტოდან მოიმატებს ურთიერთობაში ჰარმონიის, სიყვარულის, გაწონასწორებულობის სურვილი.

ქალწულშივეა მარსიც (15 სექტემბრამდე). მოგინდებათ პრაქტიკული საქმეების კეთება. თუ მოინდომებთ და იქნებით დაკვირვებული, არ გაგიჭირდებათ წვრილ ტექნიკასათან, ინსტრუმენტებთნ მუშაობა. საქმეები გამოგივათ მარტივად და ხშირად სრულყოფილად. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და სისტემურად, მეთოდურად და, რაც მთავარია, აუჩქარებლად იმოქმედეთ. გამონახეთ დრო მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშების შესასრულებლად.

რეტროგრადული ურანის პერიოდი დაიწყება 20 აგვისტოს და გასტანს 2022 წლის 18 იანვრამდე . ურანი ახლა კუროშია. მოიმატებს რისკი, მოულოდნელობა, ამბოხება. გაფრთხილდით ავიაფრენისას. შეიძლება მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდეს ელექტროტექნიკა.

ვარსკვლავთცვენა 10-20 აგვისტო გველოდება. ყველაზე ჯადოსნური 12-13 აგვისტოს ღამეა . ასტრონომები გვპირდებიან, რომ საათში დაახლოებით 110 მეტეორის დანახვას შევძლებთ (ქალაქგარეთ, რა თქმა უნდა). თუ გწამთ ვარსკვლავებზე სურვილის ჩაფიქრების, არ გამოტოვოთ ეს მოვლენა. წაიკითხეთ სრულად