ასტროლოგიური პროგნოზი 1 აპრილი

ასტროლოგიური პროგნოზი 1 აპრილი

კურო

შეიცვალეთ იმიჯი, რაც უფრო მეტ შარმს შეგძენთ და გარშემო მყოფების ინტერესთა სფეროშიც მოხვდებით.

ტყუპი

ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი ისე შეგიპყრობთ, რომ შესაძლოა, ბევრ უსიამოვნებას გადაეყაროთ. ამიტომ, იკმარეთ ის, რაც დღეს რეალურად გაქვთ.

კირჩხიბი

ნუ ეცდებით გარშემო მყოფების მოხიბლვას საკუთარი პერსონით. დროთა განმავლობაში უკეთ გაგიცნობენ და თავად შეექმნებათ თქვენზე წარმოდგენა. მანამდე კი რეპუტაცია არ შეილახოთ.

ლომი

დღეს ცნობისმოყვარეობა შეგიპყრობთ და სასურველი ინფორმაციის მისაღებად ჭორების გავრცელებასაც არ მოერიდებით. თუმცა, ფრთხილად იყავით, ახლობლებთან ამის გამო ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ.

ქალწული

მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ საქმიანი ქაღალდების მომზადებისას. გასაკუთრებით კი, ფინანსური საბუთების შედგენისას.

სასწორი

თუ დიდხანს ფიქრობდით და გიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება, დღეს ის დღეა, როცა კონკრეტული პასუხი უნდა ჩამოაყალიბოთ. თუმცა, "არა" ყოველთვის არაა საბოლოო პასუხი.

მორიელი

საკუთარ თავს კუთხეში ნუ მიიმწყვდევთ და ნუ დაუშვებთ, რომ გარშემო მყოფებმა თავისუფლება შეგიზღუდონ. ეცადეთ, თქვენი სათქმელისდ ყველას მიაწვდინოთ.

მშვილდოსანი

ნუ ეცდებით სხვების ნერვებზე მოშლას. ამით კარგს ვერაფერს მოიგებთ.

თხის რქა

თუ გგონიათ, რომ ამოწურეთ თქვენი შესაძლებლობები ცდებით, წარმატებისთვის საფინალო აკორდი გაქვთ შესასრულებელი.

მერწყული

თუ ერთხელ უკვე ამოძვერით ჭაობიდან ისე აღარ მოიქცეთ, რომ მეორედაც იქ მოხვდეთ.

თევზები

დღეს ყველაფერი ისე კარგად, თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება, რომ გაგიკვირდებათ კიდეც, მაგრამ სანერვიულო არაფერი გაქვთ. ისარგებლეთ მომენტით და ახალი საქმეების შესრულებას შეუდექით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით