ასტროლოგიური პროგნოზი 16 მარტი

ასტროლოგიური პროგნოზი 16 მარტი

კურო

თქვენი მოსაზრებებითა და საქციელით გარშემო მყოფების გაოცებას იწვევთ. თქვენგან ამგვარი საქციელის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ და მზად იყავით, პასუხისმგებლობას ვერსად წაუხვალთ.

ტყუპი

სამსახურის საქმეებს გულს ვერ დაუდებთ. გადაღლილი ხართ და მობილიზება გიჭირთ. სამაგიეროდ, მხიარულება და გართობა გეხერხებათ. დღეს თქვენც იმხიარულებთ და არც გარშემო მყოფებს მოაწყენთ.

კირჩხიბი

შესაძლოა დღეს სარისკო ნაბიჯის გადადგმამ მოგიწიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყრით საფუძველს და გამოცდილებასაც შეიძენთ, რაც წარმატებული მომავლის საწინდარია.

ლომი

ზოგიერთი პარტნიორი თქვენი რეპუტაციის შელახვას შეეცდება, მაგრამ დამცველები უფრო ბევრი გეყოლებათ და ისინი საკადრისს პასუხს გასცემენ მას. კამათში არ ჩაერიოთ, მხოლოდ დასკვნები გამოიტანეთ.

ქალწული

შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა. ეს თქვენს ორგანიზმს ზიანს მიაყენებს. უმჯობესია, ეს დღე ახლის შესწავლას დაუთმოთ.

სასწორი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებთ, დაიცავით "ოქროს შუალედი". ემოციების გამო არ დაანგრიოთ ურთიერთობა. თორემ ამგვარი საქციელი მომავალში სანანებელი გაგიხდებათ.

მორიელი

ნაყოფიერი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. წარმატებით დაასრულებთ ყველა დაწყებულ საქმეს. რის შედეგადაც, მომავალში კარგ მატერიალურ გასამრჯელოსაც მიიღებთ.

მშვილდოსანი

ძველ მეგობრებთან შეხვედრა და დროის მხიარულად გატარება გელით. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. გაფრთხილდით და საჭეს ნასვამი ნუ მიუჯდებით.

თხის რქა

პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით. მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი სიმპათიურ ახალგაზრდასთან. აგრეთვე კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად.

მერწყული

ახალი შთაბეჭდილებების მიღება გსურთ და ამის გამო თავს საფრთხეშიც კი იგდებთ. თუმცა, დღეს გაგიმართლებთ და ყველაზე საშიში თავგადასავლიდანაც კი უსაფრთხოდ დაიძვრენთ თავს.

თევზები

კარგი დღეა უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი შეხვედრისა და მოლაპარაკებისთვის. ხანგრძლივი პროექტების დაწყება. აგრეთვე ხანგრძლივი მგზავრობის დაგეგმვა ან საქმიანი მივლინება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით