კურო
მთავარი დასახული მიზნების მიღწევა კი არა, გარშემო მყოფებთან კარგი დამოკიდებულების შენარჩუნებაა. ეს კი ყველაზე რთულია.
ტყუპი
დღე ბევრ წარმატებას გპირდებათ, მაგრამ უშრომველად არაფერი გამოგივათ. ზოგიერთი მიზნის მისაღწევად კი ეშმაკობასაც უნდა მიმართოთ.
კირჩხიბი
იმის ნაცვლად რომ დღე საქმეების მოგვარებას დაუთმოთ, დილიდანვე დაიწყებთ გარშემო მყოფების დადანაშაულებას საკუთარ წარუმატებლობაში, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ.
ლომი
დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ სასიამოვნო შეხვედრა და მხიარულება გელით ან ძველ მეგობრებთან, ან კლასელებთან.
ქალწული
იღბალი სასიამოვნო საჩუქარს გიმზადებთ. შეხვდებით ადამიანს, რომელიც ცხოვრებას კარდინალურად შეგიცვლით. მთავარია, მოსალოდნელ ცვლილებებს არ შეუშინდეთ.
სასწორი
თუ კონფლიქტის გამწვავება არ გსურთ, ნათესავებთან წარმოქმნილი უსიამოვნება იუმორში გაატარეთ. ხოლო როცა სიტუაცია დამშვიდდება, თქვენი მოსაზრება მშვიდად და დაწვრილებით აუხსენით.
მორიელი
დღე წარმატებას ჰპირდება მათ, ვინც დაუზარელად იმუშავებს. ამით თქვენი უფროსის კეთილგანწობილებასა და კოლეგების პატივისცემას დაიმსახურებთ.
მშვილდოსანი
ზოგიერთი თქვენთაგანი დღეს ისეთ იდეებსაც კი განახორციელებს, რაც ადრე არარეალური და ძნელად მისაღწევი ეჩვენებოდა.
თხის რქა
გაფრთხილდით, დაძაბული დღე გელით. შესაძლოა კონფლიქტი შეყვარებულებსაც და სტაჟიან მეუღლეებსაც გაუმწვავდეთ. თუმცა, თუ კეთილგონიერებას გამოიჩენთ, ნებისმიერ რთულ სიტუაციასაც კი ადვილად გაუმკლავდებით.
მერწყული
კარგი დღეა შემოქმედებითი მუშაობისთვის. ადვილად შეძლებთ გარშემო მყოფების დაინტერესებას. მათთვის საკუთარი წუხილისა და ემოციების გაზიარებას.
თევზები
საკმაოდ დამქანცველი დღე გელით. დასვენებისთვის წუთსაც კი ვერ გამონახავთ. უფრო მეტიც, მთელი დღის მანძილზე მოსალოდნელია ცვლილებები, რაც თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებასა და მობილიზებას მოითხოვს.