ასტროლოგიური პროგნოზი 20 მარტი

ასტროლოგიური პროგნოზი 20 მარტი

კურო

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბებათ. დროა განიხილოთ საკითხები, რომლებსაც ადრე თავს არიდებდით. უსიამოვნება გარდაუვალია, მაგრამ ეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ტყუპი

გამოფიტული და დაქანცული ხართ. დასვენება არ გაწყენდათ.

კირჩხიბი

მოსალოდნელია კონფლიქტი უფროსებთან, ადამიანებთან, რომლებზეც ფინანსურად და ემოციურად ხართ დამოკიდებული. გახსოვდეთ, რომ დღეს დიპლომატები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე მეომრები.

ლომი

თავადაც იცით, რომ თუ მოინდომებთ, შეუძლებელს შეძლებთ. დღეს ისეთი დღეა, როცა ამას გარშემო მყოფებს დაუმტკიცებთ. გარდა ამისა, ძლიერი მფარველები, ინვესტორები და სპონსორები გამოგიჩნდებიან.

ქალწული

დღეს ფლირტის მოყვარულ ქალწულებს გაუმართლებთ. მათი შარმისა და მომხიბვლელობას წინაშე ყველა უძლურია.

სასწორი

ცუდი დღე არ გაგითენდათ, მაგრამ ყველა დასახულ მიზანს მაინც ვერ მოიყვანთ სისრულეში.

მორიელი

კარგი დღე გელით, რთულ სიტუაციაშიც კი შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას და საქმეების თქვენ სასარგებლოდ წარმართვას.

მშვილდოსანი

ნუ გაამწვავებთ კონფლიქტს მეგობრებთან. თუ გარშემო მყოფების გადაკიდება არ გსურთ, დაარეგულირეთ ურთიერთობა და ვის წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობთ ბოდიში მოუხადეთ.

თხის რქა

ნათესავებთან ურთიერთობა ჩხუბით არ დასრულდება, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნებას მაინც დაგიტოვებთ.

მერწყული

გაფრთხილდით, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ დაგეძაბოთ. განშორების საშიშროება არ გელით, თუ რთული სიტუაციიდან გამოსავალს ერთად მოძებნით.

თევზები

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დღე გაქვთ. პროცესები ისე წარმართეთ, რომ უმნიშვნელო საქმიდანაც კი მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით