ასტროლოგიური პროგნოზი 23 აპრილი

ასტროლოგიური პროგნოზი 23 აპრილი

კურო

დღეს სიურპრიზს ელოდეთ. ბევრს აღარ გაგიმხელთ, თორემ სიურპრიზი აღარ გამოვა.

ტყუპი

დღეს ისეთი არარეალური მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით, რასაც არც კი წარმოიდგენდით.

კირჩხიბი

ნუ გაირთულებთ ცხოვრებას და არც სხვას შეუქმნათ დისკომფორტი. ყველაფერი მოგვარდება. მთავარია, ნერვები არ მოიშალოთ.

ლომი

ნუ ჩაუღმავდებით დეტალებს. დრო უფრო მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმეთ.

ქალწული

თუ ხალხს უჭირს თქვენი გაგება, დამოუკიდებლად იმუშავეთ და დროს ახსნა-განმარტებებში ნუ დაკარგავთ.

სასწორი

თუ თავს ვერ იკავებთ და ექსპერიმენტის ჩატარება გსურთ საკვებით ან რაიმე ეგზოტიკური კერძის გასინჯვა, რეცეპტი თვალსაჩინო ადგილზე დადეთ, ექიმებს თქვენი მოწამვლის მიზეზის დადგენა რომ არ გაუჭირდეთ.

მორიელი

წარმატებამდე ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად ფრთხილად იმოქმედოთ, რომ საწყის ეტაპზე არ დაბრუნდეთ.

მშვილდოსანი

წარმატებული დღე გელით. თუმცა, თუ გულხელდაკრეფილი იჯდებით, ციდან ვარსკვლავებს არავინ ჩამოგიყრით.

თხის რქა

ფულით, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ იყიდით, მაგრამ დღეს საკუთარ თავს უარს ნუ ეტყვით და გაანებივრეთ.

მერწყული

სხვების საკეთილდღეოდ საკუთარი საქმეებიც კი გვერდზე გადადეთ. თუმცა, არც ესაა ცუდი, ოდესმე სხვაც ასე გაირჯება თქვენი გულისთვის.

თევზები

უმჯობესია დღის დიდი ნაწილი შინ, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენც და თქვენ ნათესავებსაც.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით