ასტროლოგიური პროგნოზი 6 აპრილი

ასტროლოგიური პროგნოზი 6 აპრილი

კურო

დღეს საოცრად ენერგიული და მხიარული იქნებით. ეცადეთ ეს თქვენი მუხტი კეთილი საქმეების მოგვარებას მოახმაროთ.

ტყუპი

ნუ დაიტანჯავთ თავს წარსულზე ფიქრით. რაც მოსახდენი იყო, მოხდა. წარსულს ვერ შეცვლით. ეცადეთ დღევანდელი დღითა და მომავლის იმედით იცხოვროთ.

კირჩხიბი

დღეს რა საქმესაც წამოიწყებთ, აუცილებლად დაასრულეთ. იგივე მოითხოვეთ გარშემო მყოფებისგანაც.

ლომი

დღეს ის გააკეთეთ, რაც ადრე არასდროს გაგიკეთებიათ. სიახლე საოცარ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ერთადერთი პრობლემა გარშემო მყოფების რეაქცია იქნება თქვენს ქცევაზე.

ქალწული

დღეს იმის მიღწევის საშუალება მოგეცემათ, რაზედ დიდხანს ოცნებობდით, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

სასწორი

თუ ერთ საქმეს ვერ დაუდებთ გულს, მეორე დაიწყეთ. თუ ყველაფერი მოგწყინდათ, მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

მორიელი

დღეს ყველაფრით უკმაყოფილო იქნებით და ვერც ვერაფრეს შეცვლით. ამიტომ, ტყუილა ნერვები არ მოიშალოთ.

მშვილდოსანი

დამაჯერებლად ისაუბრეთ და თუ მოგთხოვენ ფაქტებიც მოიყვანეთ. ეჭვი რომ არავის შეეპაროს თქვენს გულწრფელობაში.

თხის რქა

დღეს თავისუფლად თავს ვერსაც იგრძნობთ. ეცადეთ არ შეიმჩნიოთ უგუნებობა, თორემ გარშემო მყოფები აღარ მოგასვენებენ.

მერწყული

დღეს მოულოდნელად და დანახვისთანავე შეგიყვარდებათ. თუ თქვენი გული უკვე დაკავებულია, საწინააღმდეგო სქესთან შეხვედრას მოერიდეთ.

თევზები

მუდმივად მუშაობითა და საქმეებზე ფიქრით გამოიფიტებით. დღეს კარგი დღეა დასვენებისა და ძილისთვის. არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან, საქმეები კი არსად გაგექცევათ, ორშაბათს მიხედავთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით