ავტორი:

ახალმთვარეობის პროგნოზი: მორიელს ფინანსური სტაბილურობა, ლომს - შემოქმედებითი იდეების განხორციელება ელოდება

ახალმთვარეობის პროგნოზი: მორიელს ფინანსური სტაბილურობა, ლომს - შემოქმედებითი იდეების განხორციელება ელოდება

დღეს ახალმთვარეობაა. ასტროლოგიურ მოვლენებზე ვრცელი სტატია უკვე მზადაა და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი წაიკითხეთ, რას გიმზადებთ ახალმთვარეობა მშვილდოსანში კონკრეტულად თქვენ, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

მოგეცემათ მოგზაურობის შესაძლებლობა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. აგრეთვე, თუ გეგმავდით, შეიძლება მიიღოთ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება ან გამოგიჩნდეთ სამსახური უცხოეთში, სწავლის შესაძლებლობა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებთან და ეს შეიძლება იყოს როგორც საქმიანი, ისე სასიყვარულო. ზოგიერთი ახალ სიყვარულს შეიძლება მოგზაურობის დროს შეხვდეთ ან უცხოეთში. საუკეთესო პერიოდია იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სწავლისთვის. მოიცილებთ იმ ბორკილებს, რაც წინსვლაში გიშლიდათ ხელს.

კურო

მთვარის ამ თვეში მოგეცემათ ახალი შესაძლებლობები, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. ფული შეიძლება მიიღოთ სხვა ან ადამიანებისგან, ან სხვა ორგანიზაციებისგან. გამორიცხული არაა, რომ მიიღოთ დივიდენდები, ალიმენტი, აგინაზღაურდეთ დაზღვევა. ზოგიერთი მიიღებთ ძვირად ღირებულ ნივთებს საჩუქრად. ზოგიერთს დაგიფინანსდებათ ახალი იდეა, პროექტი, რაც მომავალში ფულს მოგიტანთ. საუკეთესო პერიოდია კრედიტის ასაღებად, თქვენთვის კარგი პირობებით; ფულის დასაბანდებლად.

ტყუპი

წლის ბოლო თვეში მეტი დრო უნდა დაუთმოთ არსებული პარტიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. გამოგიჩნდებათ ახლებიც, როგორც საქმიანი, ასევე სასიყვარულო. არაა გამორიცხული, რომ რომანი გააბათ საქმიან პარტნიორთან, კოლეგასთან. უკვე დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. შეყვარებულება შეიძლება ოფიციალური ქორწინება, დაოჯახება გადაწყვიტოთ. მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ პარტნიორების დახმარებით. თუ იაქტიურებთ, მიიღებთ ახალ სამსახურს, სადაც კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მოგეცემათ. გააფორმებთ ახალ ხელშეკრულებას, საქმიან დოკუმენტებს. ზოგადად, გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები.

კირჩხიბი

ცვლილებები გელოდებათ ყოველდღიურ საქმიანობაში, სამსახურის საქმეებში. ზოგიერთს შეიძლება შეგეცვალოთ სამუშაო გრაფიკი. გამოგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ დაწინაურდეთ. თუ მაძიებელი ხართ, გამოგიჩნდებათ ახალი სამსახური. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. სახლისთვის შეიძენთ ახალ ავეჯს, ზოგიერთი - შინაურ ცხოველს. გაიუმჯობესებთ საყოფაცხოვრებო პირობებს. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. შეადგინეთ დღის განრიგი, დაიცავით ძილის, კვებისა და დასვენების რეჟიმი.

ლომი

ჰობის, ნიჭის გამოვლენის დროა. მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ფული შეიძლება ხელსაქმემ მოგიტანოთ. დეკემბერი თავს დაგამახსოვრებთ რომანტიკული შეხვედრებით, პაემნებით. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. ზოგიერთმა კი შეიძლება განაახლოთ ურთიერთობა ყოფილთან. დაწყვილებულების ცხოვრებაში გახშირდება სიურპრიზები და დღესასწაულები. ზოგადად, დეკემბერი წვეულებებსა და მხიარულ საღამოებზე დასწრების თვეა. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი მიღწევებით, ზოგიერთმა კი შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ.

ქალწული

სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ ოჯახის წევრებისგან, ოჯახში. შეიძლება შეგეცვალოთ ოჯახის წევრების რაოდენობა, გამრავლდეთ; შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ. გამოგიჩნდებათ ფული, რათა სახლისთვის შეიძინოთ აუცილებელი ნივთები ან გაიუმჯობესოთ საყოფაცხოვრებო პირობები. გამორიცხული არაა, რომ შეიცვალოთ მისამართი ან შეიძინოთ უძრავი ქონება. უმეტესობას მოგინდებათ მეტი დროის გატარება ოჯახში, ნათესავების გვერდით. გახშირდება ოჯახური დღესასწაულების მოსწყობის სურვილი. შეყვარებულებმა კი შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ.

სასწორი

გააქტიურდება თქვენი საქმიანი სფერო, სოციალური აქტიურობა. სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. გაიცნობთ ახალ ადამიანებს, გააბამთ ურთიერთობას საჭირო ადამიანებთან. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. წარმატებას მოგიტანთ საქმიანი შეხვედრები, მივლინება. გახშირდება მიმოსვლა ახლო მანძილზე. იოლად გააფორმებთ დოკუმენტებს. თუ აპირებდით, შეიძენთ ახალ ავტომობილს. საუკეთესო პერიოდია ახალი ცოდნის მისაღებად; ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე.

მორიელი

ცვლილებები გელოდებათ ფინანსურ სფეროში. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, გახდეთ მატერიალურად დამოუკიდებელი. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა ან გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. მოგემატებათ ხელფასი ან კარგად შესრულებული საქმისთვის მიიღებთ ფულად ჯილდოს. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება უძრავ ქონებას დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთი კი ძვირად ღირებული ნივთების შეძენას შეძლებთ. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება ყველა საქმიანი საკითხი.

მშვილდოსანი

ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია, ასეთი დღე წელიწადში ერთხელ ხდება და ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. ეს ეხება კარიერასაც, პირად ურთიერთობასაც, სწავლასაც, ჯანმრთელობასაც და იმიჯსაც. უნდა შეიცვალოთ გარეგნულადაც და შინაგანადაც. მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთებით. შეგეცვლებათ გარემოცვა, ქცევა და შეხედულება კონკრეტულ ადამიანზე. საუკეთესო პერიოდია ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად: დაიწყეთ ვარჯიში, სწორად კვება, მოიცილეთ მავნე ჩვევები. განახორციელებთ ახალ იდეებს, მიზნებსაც, იმათაც კი, რომელთა განხორციელებაშიც რაღაც გაურკვევლობა გიშლიდათ ხელს. გაგიჩნდებათ ახალი გეგმა და მის შესრულებასაც შეძლებთ.

თხის რქა

მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ის, რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო და რისი ცოდნაც წინსვლაში, სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არაა, რომ ახლობლებმა გულის გადაშლა გადაწყვიტოს და საკუთარი საიდუმლოებები გაგანდოთ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ თავადაც გაგიჩნდეთ გარშემო მყოფებისგან საიდუმლოებები. გამორიცხული არაა, გააბათ ფარული რომანი ან ფარულად შეხვდეთ ვინმეს თქვენი საქმეების მოსაგვარებლად. ზოგიერთი გადაწყვეტთ სხვებისგან ფარულად მუშაობას, განმარტოებით. კარგი იქნება, თუ ცოტა მეტ დროს დაუთმობთ დასვენებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, ქველმოქმედებას. თუ სურვილი გქონდათ, მიიღებთ უცხოეთში ცხოვრების ან მუშაობის უფლებას. სანამ მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, მოიცილეთ მავნე ჩვევები.

მერწყული

გახშირდება მეგობრული შეხვედრები, დაუმეგობრდებით ახალგაცნობილებსაც, ვისთანაც საერთო ინტერესები დაგაკავშირებთ. გაიჩენთ ახალ თანამოაზრეებს ან ძველებთან ერთად შეძლებთ ახალი იდეების განხორციელებას, აქტიურად ჩაერთვებით საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოიმატებს თქვენი პოპულარობა; მიიღებთ მონაწილებას კონკურსებში, მოგიწევთ სახალხოდ გამოსვლა. გამორიცხული არაა გახდეთ ახალი ჯგუფის წევრი ან თავად შექმნათ ასეთი. წარმატებას მოგიტანთ ინტერნეტპროექტები. მთვარის ამ თვეში აგისრულდებათ ის, რაზეც მთელი წლის განმავლობაში ოცნებობდით. გაგიუმჯობესებათ მატერიალური მდგომარეობა და საკუთარი თავისთვის ახალი ნივთების შეძენას შეძლებთ.

თევზები

მთვარის ამ თვეში გელოდებათ გამარჯვება, მიზნების განხორციელება, წარმატების მიღწევა. გააქტიურდებით, მოგინდებათ, რომ გარშემო მყოფებმა მეტად დაგაფასონ. მიაღწიოთ წარმატებას თქვენს სფეროში და კარიერულ წინსვლას. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ დაწინაურდეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელობასთან; ზოგიერთს კი გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. თუ მაძიებელი ხართ, გამოგიჩნდებათ ახალი, პრესტიჟული სამსახური. აიმაღლებთ სოციალურ სტატუსს. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანთან.