ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური დახასიათება: მზის დაბნელება, კარმული გამოცდის ჩაბარება, სიყვარულის საიმედოობაზე გამოცდა და კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა

დეკემბრის ასტროლოგიური დახასიათება: მზის დაბნელება, კარმული გამოცდის ჩაბარება, სიყვარულის საიმედოობაზე გამოცდა და კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა

წლის ბოლო თვე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენითაა აღსანიშნავი. საინტერესო ისაა, რომ ყველა პლანეტა სწორი მიმართულებით მოძრაობს. ერთადერთი, 19 დეკემბერს ვენერა გახდება რეტროგრადული. პირველი, რა თქმა უნდა, მზის დაბნელებაა, მეორე ვენერას რეტროგრადულ სვლაში გადასვლა; არანაკლებ მნიშვნელოვანი დღეა მზის დღეღამტოლობა. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრულად და თვის ყველა მოვლენა დაწვრილებით განვიხილოთ:

მზე ახლა მშვილდოსნის ნიშანში იმყოფება. მშვილდოსნებო, გილოცავთ, გააქტიურდით, თქვენი დრო დადგა. ეს პერიოდი დაგეხმარებათ ცნობიერების გაფართოებაში. საზღვარგარეთ მოგზაურობაში, უცხო ენის შესწავლაში, იურიდიული საკითხების მოგვარებაში. მოგინდებათ სულიერი ზრდა, უცხო კულტურის, ტრადიცების გაცნობა. აგრეთვე, უმაღლესი განათლების მიღება (დამატებითი). გახშირდება ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე საუბარი.

თევზებში მყოფი ნეპტუნი დირექტული გახდება პირველ დეკემბერს 2022 წლის 28 ივნისამდე და გაივლის მანძილს 21-26 გრადუსამდე. პლანეტა ნელა მოძრაობს. ნეპტუნი არის ღვთაებრივი სიყვარული, ფსიქოლოგია, ოცნებები, იდეალები. შემოქმედების ყველა სფერო, წყლის ყველა ფორმა. თუ ადრე რამე გაუგებრობა გქონდათ ამ სფეროებში ან არ გამოგდიოდათ, ახლა ყველაფერი მარტივად მოგვარდება. საინტერესო ისაა, რომ შეიძლება გადასაკეთებელი გაგიხდეთ წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომლებიც ზაფხულში შეასრულეთ.

4 დეკემბერს მზის დაბნელებას და ახალმთვარეობას ველოდებით მშვილდოსნის მე-13 გრადუსში, 11:33-ზე. ამ თემაზე, რა თქმა უნდა, მოგვიანებით ვრცელ სტატიას მოგიმზადებთ. ეს არის ბოლო დაბნელება ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე. გადახედეთ საქმეებს, რომლების დაიწყეთ წლინახევრის წინ, ან გაიხსენეთ რა ხდებოდა 18 წლის წინ. ამ მოვლენებს შეიძლება ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეთ. მზის დაბნელება დაგვეხმარება ჩამოვყალიბდეთ, რა გვსურს, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ. როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა ან რა უნდა ვისწავლოთ, რომ პროფესიონალად ჩამოვყალიბდეთ. მოერიდეთ სნობიზს, ნუ გამოავლენთ ყოვლისმცოდნეობას. მაქსიმალურად გადაამოწმეთ ფაქტები, ინტორმაციის წყარო. ერთადერთი, აქედანვე გაგაფრთხილებთ, რომ დაბნელებების პერიოდში, მინუს-პლუს 2-3 დღე მაქსიმალურად გაუფრთხილდით პირად ნივთებს, ფულს, მოსალოდნელია ქურდობა, აფერისტობა. იყავით ფრთხილი, მომატებულია ტრავმულობაც. გადახედეთ თქვენს ნატალურ რუკას, გაარკვიეთ, სად გყავთ კარმული კვანძები. თითქმის 2 წელი გვქონდა იმისთვის, რომ გაგვესტუმრებინა კარმული ვალები და მაქსიმალურად გააქტიურდით, 19 დეკემბრამდე, სავსემთავრეობამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი. ამ თემაზე სტატია ადრე უკვე შემოგთვაზეთ და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ გაეცნოთ

მერკური თხის რქაში გადაინაცვლებს 13 დეკემბერს და დარჩება 2022 წლის 2 იანვრამდე. შემდეგ გადავა მერწყულში, დაეწყება რეტროგრადული სვლა და ისევ გადმოვა თხის რქაში, რომლიდანაც გამოვა 15 თებერვალს. ახლა მერკური მშვილოდოსანშია. იზრუნეთ ინტელექტუალურ განვითარებაზე, დახვეწეთ მანერები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ზემდგომებთან, უცხოელ კოლეგებთან და პარტნიორებთან. მერკური თხის რქაში მოგვიტანს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის სურვილს. მოგვინდება პრაქტიკული, სერიოზული საქმეების კეთება. ადამიანის "ნათქვამს წყალი არ გაუვა".

აქვე, მოკლედ გეტყვით, რომ 5-14 დეკემბრის შუალედში (განსაკუთრებით 7-სა და 12-ში) არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები, ტექნიკა. საყიდლებისთვის კარგი პერიოდია 18-23 და განსაკუთრებით, 20, 29 დეკემბერი.

მარსი მშვილდოსანს ესტუმრება 13 დეკემბერს და დარჩება 2022 წლის 24 იანვრამდე. მანამდე იქნება მორიელში და გვეძლევა დიდი ძალა სიტუაციის, საკუთარი თავის უკეთესობისკენ შესაცვლელად, ტრანსფორმაციისთვის. ცვლილებები მოსალოდნელია გლობალურიც. ეს შეიძლება იყოს ხელისუფლება, ფული, ძალაუფლება, სამაგიეროს გადახდის სურვილი. მარსი, როგორც იცით, მებრძოლია, მშვილდოსანში მისი ყოფნა მოგვიმატებს ამბიციებს, რომ უფრო მეტს მივაღწიოთ, უფრო მეტი მოვიხვეჭოთ და დავიპყროთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, იმოგზაურეთ.

5 ნოემბრიდან ვენერა თხის რქაშია, რეტროგრადულ სვლაში გადავა 19 დეკემბერს და დარჩება თხის რქაში 6 მარტამდე. ვენერა თხის რქის მმართველის, მკაცრი სატურნის სტუმარი იქნება. ეს პერიოდი გრძნობებს გამოცდის დროა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დაწინაურება, კარიერის გაკეთება. გარდა ამისა, ზომიერად უნდა ხარჯოთ ფინანსები. რეტროგრადულ ვენერა სამჯერ დაუახლოვდება პლუტონს და მოხდება ძირეული ტრანსფორმაცია ურთიერთობებში, ღირებულებებში, შემოსავლებსა და შეხედულებებში - მომწონს არ მომწონს. პლუტონი მოგვაცილებს ყველაფერ იმას, რამაც საკუთარი თავი ამოწურა. პლუტონი ვენერას შეუერთება გველის 11 და 25 დეკემბერს. თუმცა, მოვლენებს მინუს-პლუს 2 დღე იგრძნობთ.

სავსემთვარეობას ველოდებით 19 დეკემბერს ტყუპის 28-ე გრადუსში, 8:35-ზე. მოერიდეთ აგრესიას, სიბრაზეს. მოვლენები ისე ვითარდება, რომ ბევრ რამეზე მოგვიწევს დაფიქრება და ბევრი რამის კარდინალურად შეცვლა. როგორც უკვე იცით, სავსემთვარეობა მეტად მოქმედებს მამაკაცებსა და ბავშვებზე, სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. სავსემთვარეობამდე მინუს-პლუს 3 დღე არ დანიშნოთ არაფერი მნიშვნელოვანი, არც სამედიცინო გეგმიური პროცედურები.

21 მზის დეკემბერს დღეღამ ტოლობას ველოდებით 19:59-ზე. ამ დღეს მზე თხის რქის ნიშანში გადავა. 21-მდე დღე კლებადია, მერე უკვე თანდათან დაიწყებს მომატებას. ეს არის წლის ყველაზე მოკლე და ყველაზე გრძელი ღამე. ძლიერი ენერგეტიკული დღეა და ეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად პოზიტიურად გაატაროთ. გამოგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები. ჩამოყალიბდებით საკუთარ სურვილებში. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, ახლის შესწავლის სურვილი. შეიძლება მარტივად მოაგვაროთ რთული საკითხების. მოგინდებათ საკუთარი თავის დამკვიდრება, რაღაც უჩვეულოს, უცნაურის გაკეთება.

ურანი და სატურნი წელს მესამედ დაეჯახებიან ერთმანეთს 24 დეკემბერს. ამ პლანეტების წელს ეს მესამე, ფინალური დაჯახებაა. პირველი გვქონდა 17 თებერვალს, მეორე 15 ივნისს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, ქვეყანაში ამ დღეებში. წარსული უნდა დატოვოთ წარსულში, მაგრამ წარსული შეცდომების გათვალისწინებით უნდა შექმნათ ახალი, მომავალი. ცვლილებები ყველა სფეროს შეეხება.

და დეკემბრის ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა - იუპიტერის თევზებში გადასვლა 29 დეკემბერს. იუპიტერი თევზებში იქნება 2022 წლის 10 მაისამდე. მცირე ხნით ესტუმრება ვერძს და ისევ უკან დაბრუნდება. ცვლილებებს იგრძნობთ ზოდიაქოს ნიშნით თევზები და ისინიც, ვისაც იუპიტერი თევზებში გყავთ. მოემზადეთ თევზებო, თქვენი მმართველი იუპიტერი - დიდი ბედნიერების პლანეტა - თქვენსავე ნიშანში ბრუნდება. გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება.

დაბოლოს, გაგაცნობთ დეკემბრის პოზიტიური და ნეგატიურ დღეებს, რათა უკეთ შეძლოთ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება სიფრთხილე გმართეთ: 3-4 7-8, 12, 15, 17, 19, 24-25 დეკემბერს. პოზიტიური დღეებია: პირველი, 6, 20, 27, 29-30 დეკემბერი.