ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის

დეკემბერი ძალების აღდგენისთვის უნდა გამოიყენოთ. გამორიცხული არაა, მოგინდეთ განმარტოება, ჩრდილში ყოფნა. ეცადეთ, დაასრულთ დაწყებული საქმეები. აი, ახლებს კი ჯერ ნუ დაიწყებთ. უმჯობესია, მზის თქვენს ნიშანში გადასვლას დაელოდოთ. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია. მარტივად ამოხსნით ყველა საიდუმლოს, ამოცანებს. თუ საშუალება გაქვთ, კარგია ქველმოქმედება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

15 დეკემბრამდე იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული, რომ არაფერი დაკარგოთ, გამოგრჩეთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. 15-დან ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა. ხელი მოგემართებათ ყიდვა-გაყიდვაში. საქმეების წარმოებაში, მოლაპარაკებებში.

ფული და სიყვარული

მომატებულია ქარიზმა და თუ მოგინდებათ, ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავთ. გამორიცხული არაა, ფარული რომანიც კი გააბათ. დაწყვილებულები შეიძლება პრეტენზიულები და მომთხოვნები გახდეთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ეცადეთ, მშვიდი ხმით ელაპარაკოთ და მეტად მოსიყვარულე იყოთ მის მიმართ.

ჯანმრთელობა

თვის პირველ ნახევარში ხანმოკლე გზებზე სიარული გელით, შეხვედრები. შეიძლება საზოგადო ცხოვრებაშიც კი ჩაერთოთ, გარშემო მყოფებზე ზრუნვა გადაწყვიტოთ. თვის მეორე ნახევარში მოგინდებათ განმარტოებით ყოფნა, მუშაობაც კი. გაფრთხილდით, რომ განწყობის ცვალებადობამ სტრესამდე არ მიგიყვანოთ. მოერიდეთ მცირე ტრავმებს, რაც მოსალოდნელია გაუფრთხილებლობით.

4 დეკემბრის შემდეგ გადახედეთ განვლილ წელს, შესრულებულ საქმეებს. მოერიდეთ დაპირისპირებას სამართალდამცველებთან. დაკავდით ქველმოქმედებით. შეიძლება გაიგოთ საიდუმლო, რასაც საგულდაგულოდ გიმალავდნენ. დაზოგეთ ენერგია, დაისვენეთ, ძალები აღიდგინეთ.

19 დეკემბრის შემდეგ გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ სამსახურის მიტოვება. თუ რამე დაავადება გაწუხებდათ, განიკურნებით.