წლის ბოლო თვეს მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ჩხუბს და საქმეების გარკვევას. დეკემბერში ბევრი საინტერესო შეხვედრა გელოდებათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. 20 დეკემბერს დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში გადმოვა. შეგიძლიათ გაიაროთ ტრენინგი, დაიწყოთ მუშაობა ცნობილ კომპანიაში, უცხოეთში. მოგეცემათ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა, საზღვარგარეთ მოგზაურობის. თუ გამოცდების ჩაბარება ან გასაუბრება გელოდებათ, კარგად მოემზადეთ. ენერგიის პლანეტა მარსი დაგეხმარებათ გააქტიურებაში, მოგემატებათ ოპტიმიზმი და არ გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება.
ბიზნესი, სამსახური
წლის ბოლოს სამუშაო საკითხების მოგვარება გჭირდებათ, პროექტების დასრულება და მენეჯმენტთან ურთიერთობის გაძლიერება. თუ მოწესრიგებული და შრომისმოყვარე იქნებით, უფროსი დაგიფასებს ამას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფულადი პრემიითაც. მოინდომეთ, რომ დაასრულოთ ყველაფერი, რაც დაწყებული გაქვთ. არ გირჩევთ საუბრებს პირად თემებზე, რომელიმე თქვენი კოლეგის განხილვას. ეცადეთ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ თქვენი ამოცანების განხორციელებას, არსებული პროექტების დასრულებას. დეკემბერში არ არის გამორიცხული მაღალი თანამდებობის მიღება, კარიერული ზრდა და ხელფასის მომატება. ზოგიერთი ერთდროულად რამდენიმე პროექტზე იმუშავებთ. რაც თქვენს წინსვლას შეუწყობს ხელს. თქვენ ხართ მიზანდასახული, ენერგიული და ახალი იდეებით სავსე. ნათელი და ნაყოფიერი დეკემბერი ელის მას, ვინც ცდილობს შეცვალოს პროფესიული ცხოვრება უკეთესობისკენ.
სიყვარული
თუ მარტოხელა ვერძები სახლში არ გამოიკეტებით, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. იყავით მაქსიმალურად აქტიური და გამოავლინეთ ინიციატივა, თქვენი საუკეთესო თვისებები. დაწყვილებულების ცხოვრებაში არ არის გამორიცხული უთანხმოება და ჩხუბი პარტნიორთან, ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანაში, დაფიქრდით, იქნებ ისევ გიყვარს ეს ადამიანი?.. იყავით მომართული ურთიერთობის აღდგენაზე, გაუმჯობესებაზე და არა დაშორებაზე. ერთად გაემგზავრეთ სადღესასწაულო დღეების აღსანიშნავად უცხოეთში, ქალაქგარეთ და საყვარელ ადამიანს სულ სხვანაირად დაინახავთ, მასში განსხვავებულ თვისებებს აღმოაჩენთ. აი, ზოგიერთი კი შეიძლება ახალ წელს ისევ მარტო შეხვდეს თავისი სიჯიუტის გამო.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
იმისთვის, რომ ზამთრის დასაწყისში კარგი ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, რეჟიმის მიხედვით იკვებეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟის, იოგის, სილამაზის პროცედურები, ცურვა. კარგ ამინდში დილით მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები და საღამოს გასეირნება იდეალურია. სახსრებისა და ხერხემლის პრობლემების დროს მიმართეთ მკურნალობის ხალხურ მეთოდებსაც. გაუფრთხილდით კუჭს და ღვიძლს, არ ჭამოთ ღამით და დაიცავით მსუბუქი დიეტა. გაფრთხილდით, ზოგიერთმა პროდუქტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე. შესაძლებელია ალერგია ან გამონაყარი სახეზე.
8 დეკემბრის შემდეგ ბევრი სიახლეა მოსალოდნელი საქმიანი პარტნიორებისა და მეგობრებისგან. მოგიწევთ ახლობლებთან მჭიდრო კომუნიკაცია, გაიცნობთ მეზობელს, რომელიც ახლახან გადმოვიდა თქვენს კორპუსში.
23 დეკემბრის შემდეგ ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი პროფესიულ საქმიანობაში, სოციალურ და საზოგადოებრივ სფეროებში. ახალმთვარეობა შესაფერისია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად; საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოსავლენად.