21 მარტს ახალმთვარეობას ვერძში, გაზაფხულის ბუნიობას და ახალი ასტროლოგიური წლის დაწყებას ველოდებით. აგრეთვე, 21 მარტს მზე თევზებიდან ვერძის ზოდიაქოში გადადის, სადაც დარჩება 20 აპრილამდე. ვერძი არის იმპულსური, ენერგიული, ლიდერი. უნდა მოუფრთხილდეთ თავს და სახეს. ვერძის მფარველი არის პლანეტა მარსი, რომელიც 25 მარტს გადავა კირჩხიბის ზოდიაქოში და მოიმატებს ემოციურობა, სიფრთხილე, პატრიოტიზი, სამშობლოს დაცვის სურვილი. ადამიანებს მოუნდებათ იზრუნონ ბინის, აგარაკის კეთილმოწყობაზე, მისი დაცვის გაძლიერებაზე. გახშირდება კონტაქტები ნათესავებთან და ეცადეთ, არ იკამათოთ მათთან. პირიქით გაერთიანდეთ საერთო მიზნების განსახორციელებლად.
ახალმთვარეობას ვერძში ველოდებით 21 მარტს 21:24-ზე. ეს არის საუკეთესო დღე სამომავლო (თვესა და წელზე გათვლილი) მიზნების, სურვილების ჩამოსაწერად. ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე ვერძის ნიშანშია, ემოციურობა და ფეთქებადო მომატებულია. ეს არის ცხოვრების ახლებურად, უკეთესად დაწყების შანსი. უნდა გააქტიურდეთ, რომ უკეთესობისკენ შეცვალოთ ცხოვრების თითოეული სფერო. ამასთან, ფრთხილად მჭრელ, აალებად ნივთებთან.
ახალმთვარეობამდე ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს, დაძაბულობას და გაურკვევლობს. გადახედეთ განვლილ თვეს, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები, მიუტევეთ ყველას, ვინც გაწყენინათ და თავადაც სთხოვეთ მათ პატიება. მოიცილეთ ყველაფერი ის, რაც წინსვლაში, განვითარებაში გიშლით ხელს.
ახალმთვარეობაზე აანთეთ სანთელი, ჩამოწერეთ მიზნები და სურვილები. ახალი საქმეების დასაწყებად საუკეთესო დღეებია 22 მარტიდან 3 აპრილის შუალედი. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ უკურსო მთვარის პერიოდიც.
ახალმთვარეობის დღეს იყავით გააზრებული და დაკვირვებული, მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. არ გირჩევთ აგრესიულობას გარშემო მყოფების მიმართ. მიმართეთ თქვენი ენერგია საქმეების მოგვარებაზე, მიზნების განხორციელებაზე. უნდა გაიაზროთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რისკენ უნდა ისწრაფოდეთ.
ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ვერძებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 18-24 მარტის შუალედში. თქვენი გააქტიურების დრო დადგა. უნდა იყოთ მიზანმიმართული და გააზრებული. იმოქმედოთ საკუთარი თავისთვის სასიკეთოდ ისე, რომ არ დააზარალოთ სხვები. აგრეთვე ლომებსა (21-27 ივლისს დაბადებულებზე) და მშვილდოსნებზე (20-26 ნოემბერს დაბადებულებზე). თქვენ გეძლევათ კარგი შანსები, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. კირჩხიბებსა (20-25 ივნისის შუალედში დაბადებულებს) და თხის რქებს (20-26 დეკემბრის პერიოდში დაბადებულებს) ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ. მოიმატებს დაძაბულობა, უნდა მოინდომოთ, მიმართოთ თქვენი ყურადღება იმ საქმეების მიმართ, რომელშიც გამარჯვების მიღწევა გსურთ. ეცადეთ, მთვარის ამ თვეში არ იკამათოთ, არ დაუპირისპირდეთ გარშემო მყოფებს. სასწორებს (21-26 სექტემბრის შუალედში დაბადებულებს) ახალმთვარეობა მოგიწოდებთ, დააბალანსოთ, ჰარმონიული გახადოთ თქვენი ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. უნდა გაერთიანდეთ საერთო საქმეების მოსაგვარებლად. ჩაიხედეთ პირად რუკაში და ნახეთ, რომელი სახლის კუსპიდი იწყება ვერძში, ცვლილებები ამ სფეროში გელოდებათ.
ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!