ავტორი:

"დღეს ღამით 23:59-ზე არის განსაკუთრებული მომენტი! სადაც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გადადეთ ყველა საქმე და..." - ასტროლოგები დღევანდელ უნიკალურ მოვლენაზე

"დღეს ღამით 23:59-ზე არის განსაკუთრებული მომენტი! სადაც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გადადეთ ყველა საქმე და..." - ასტროლოგები დღევანდელ უნიკალურ მოვლენაზე

ქართველი ასტროლოგები ხათუნა ნოელი და მიხეილ ცაგარელი დღევანდელ სავსემთვარეობასთან და იმ განსაკუთრებულ მოვლენასთან დაკავშირებით წერენ, რომელიც 23:59-ზე დგება:

"დღეს ღამით 23:59-ზე არის განსაკუთრებული მომენტი, ვისაც მედიტაცია გეხერხებათ მათთვის. სადაც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გადადეთ ყველა საქმე და ზუსტად 1 წუთი დაუთმეთ თქვენს წარმოსახვას!

რას ვაკეთებთ: ვგზავნით სამყაროში სიყვარულის ვიბრაციას. გულიდან გამომავალი მწვანე სხივი ფართოვდება და იკავებს თანდათან სულ უფრო მეტ ადგილს ჩვენს გარშემო, რაც მეტს - მით უკეთესი. ფიქრობთ ზოგადად - არა კონკრეტულად (ანუ: ეს მინდა, ის მინდა-ს არ ვართ!) წარმოიდგენთ, როგორ ასუფთავებს ეს სხივი ჯერ თქვენს ორგანიზმს, სათითაოდ დაუვლით ყველა კიდურს, კუნთს და ა. შ, თავით-ფეხებამდე.

შემდეგ გადიხართ ოთხის პერიმეტრზე და ასუფთავებთ ნეგატიური ენერგეტიკისაგან. უნდა ''დაინახოთ'' როგორ დაიხია უკან სიბნელემ და მისი ადგილი დაიკავა თქვენგან წამოსულმა ნათელმა ენერგიამ. თუ მოასწრებთ გადიხართ კიდევ უფრო მეტ სივრცეზე. თუ ამდენს ვერ ასწრებთ, არ ინერვიულოთ.მომდევნო ჯერზე ჩავატარებთ კიდევ ერთობლივ წმენდებს უფრო ხანგრძლივი დროით.გავერთიანდეთ. სიყვარული გადაგვარჩენს", - წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი.

ნოელი დღევანდელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებითაც წერს:

"დღეს მერწყულის ნიშნის ბოლო, 30-ე გრადუსზე სავსემთვარეობა გვაქვს. მინდა გაგახსენოთ, რომ ახლახან, 24 ივლისს, მერწყულის ნიშანში უკვე გვქონდა ერთი სავსემთვარეობა. ორი სავსე მთვარე ერთ ზოდიაქოში - საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ბუნებაში. ამ მოვლენას თავისი სახელი აქვს - ''ცისფერი მთვარე", რაც უბრალოდ იშვიათობის აღმნიშვნელია და არა მთვარის შეფერილობის...

მთვარის ბოლო გრადუსზე დგომა შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებად. მზე ლომში დგას და ითხოვს ინდივიდუალურობის გამოჩენას, ამავდროულად მთვარეც იუპიტერთანაა შეერთებული და გვიბიძგებს რაღაც გრანდიოზული, მასშტაბური გეგმების რეალიზაციისაკენ. წაიკითხეთ სრულად