განწყობის ხშირი ცვალებადობა საყვარელი ადამიანთან ჩხუბსა და გაუგებრობას გამოიწვევს - ივნისის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

განწყობის ხშირი ცვალებადობა საყვარელი ადამიანთან ჩხუბსა და გაუგებრობას გამოიწვევს - ივნისის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ზაფხულის პირველ თვეში ვენერა - სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა კუროში, თავისი მმართველობის ნიშანში იქნება. ვნახოთ, რას მოგვიტანს ვენერა ივნისში სილამაზის, ფინანსებისა და პირადი ურთიერთობების სფეროებში.

  • ვერძი

ვენერა - სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა 6 ივნისს გადავა თქვენი ფინანსების სფეროში, ამ დროიდან მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ პირად მოთხოვნილებებს. კარგი იქნება საყიდლებზე წასვლა, მასაჟის გაკეთება ან კოსმეტოლოგთან ვიზიტი.

მარტოხელები ივნისში შეიძლება შეხვდეთ მდიდარ, გავლენიან ადამიანს. უარი არ თქვათ ოფიციალურ ან თემატურ ღონისძიებებზე დასწრებაზე, იყავით კარგ ხასიათზე, ნუ შეგეშინდებათ საუბრის დაწყება. სასარგებლოა ინტერნეტში კომუნიკაცია, გაცნობის საიტზე რეგისტრაცია. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ შეხედულებები და აირჩიოთ ახალი პრიორიტეტები ცხოვრებაში. ზოგიერთი მეტ დროს დაუთმობთ სულიერ ან რელიგიურ საკითხებს.

დაოჯახებულებს პარტნიორებთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გექნებათ ივნისის პირველ ნახევარში. იგრძნობთ საყვარელი ადამიანის მხარდაჭერას, მის ზრუნვას და სიყვარულს. თვის დასაწყისში დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საუბრები, თქვენთვის რთული ან უსიამოვნო თემების განხილვა. ურთიერთობის გასაძლიერებლად, იპოვეთ საერთო აქტივობები ან მიზნები და ერთად იმუშავეთ თქვენი ოჯახური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

თვის შუა რიცხვებში შეიძლება თქვენს წყვილს პრობლემები შეექმნას: შესაძლებელია, რომ რაღაც ძველი ინფორმაცია გამჟღავნდეს, რასაც მალავდით ან ძველი საიდუმლო გაირკვეს.

ივნისის ბოლოს სიტუაცია გამოსწორდება და ურთიერთობაში ყველა რთული მომენტის გადალახვას იოლად შეძლებთ. შეეცადეთ უფრო ხშირად გახვიდეთ გარეთ, პიკნიკზე, ექსკურსიაზე, დაესწროთ გასართობ ღონისძიებებს და გაუზიაროთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.

  • კურო

ვენერას - თქვენი მმართველი პლანეტის თქვენს ნიშანში გადმოსვლა შეგმატებთ მომხიბვლელობასა და ქარიზმას. 6 ივნისიდან იგრძნობთ საპირისპირო სქესის განსაკუთრებულ ყურადღებას, თავს თავდაჯერებულად იგრძნობთ კომუნიკაციის დროს. მოგინდებათ იმიჯის, სტილის ან ვარცხნილობის შეცვლა. შეიტანეთ რაიმე ახალი თქვენს ქცევაში, შეხედეთ საკუთარ თავს სხვა კუთხით.

მარტოხელები ძალიან დიდ მოთხოვნებს წაუყენებთ პოტენციურ პარტნიორს, კრიტიკულად შეაფასებთ მის თვისებებსა თუ შესაძლებლობებს. თუმცა, შესაძლოა ამ თვეში ნათელ და ამბიციურ ადამიანს შეხვდეთ. ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთოთ: უკეთ გაიცანით ერთმანეთი, გაარკვიეთ მიზნები და შეხედულებები მნიშვნელოვან საკითხებზე და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. თქვენი კომუნიკაცია შეიძლება დაიწყოს ინტერნეტით, ასე რომ ნუ უგულებელყოფთ ვირტუალურ შეხვედრებს, დარეგისტრირდით გაცნობის საიტზე.

დაოჯახებულებისთვის ეს თვე წარმატებული და მშვიდი იქნება. საკამათო საკითხებში პარტნიორი ყოველთვის მხარს დაგიჭერთ, პატივს სცემს თქვენს აზრს და რჩევასაც გკითხავთ. ეცადეთ არ გამოიჩინოთ ეგოიზმი, იყავით უფრო მეგობრული საყვარელ ადამიანებთან. არსებობს ურთიერთობების გაფუჭების შანსი, თუ თქვენს ინტერესებს სხვების საჭიროებებზე მაღლა დააყენებთ და არ იზრუნებთ მათზე. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საკუთარი სიტყვების მიმართ თვის მეორე დეკადაში. მოერიდეთ ჩხუბს და კომუნიკაციაში დაძაბულ მომენტებს. გაატარეთ მეტი დრო ერთად, გადით გარეთ, დაესწარით საინტერესო გასართობ ღონისძიებებს.

  • ტყუპი

ვენერა თქვენი განმარტოების, იზოლაციის სახლშია თითქმის მთელი თვე, ამიტომ შესაძლოა ახალ ნაცნობებთან გარკვეული სირთულეები შეგექმნათ. გარდა ამისა, თქვენი მოლოდინები ან იმედები ურთიერთობის მიმართ ძალიან ბუნდოვანია: ძნელია ჩამოაყალიბო ზუსტად რა გინდა პოტენციური პარტნიორისგან და რისი შეთავაზება შეგიძლიათ მისთვის. ამიტომ, დაელოდეთ უკეთეს პერიოდს. თუმცა, თუ სერიოზულად აპირებთ პირადი ცხოვრების შეცვლას, მაშინ ამის შანსი ნამდვილად არის.

ზოგიერთმა ტყუპმა შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოს, მაგრამ საიდუმლოდ შეინახოს. ან შეიძლება ახალი პარტნიორი დაქორწინებული აღმოჩნდეს, ჰქონდეს რაღაც დამალული. მნიშვნელოვანია, რეალისტურად შეხედოთ თქვენს რჩეულს და არ მიაწეროთ მას ისეთი თვისებები, რომლებიც არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩებით. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან: შეამოწმეთ ფაქტები, იმოქმედეთ ლოგიკურად.

რომანტიკული ნაცნობობა შესაძლებელია ისეთ ადგილას, სადაც კომუნიკაცია შეზღუდულია, მაგალითად, საავადმყოფოში, სანატორიუმში, ოფიციალურ ორგანიზაციებში, ან თუნდაც ღამის კლუბში.

დაოჯახებულებისთვის ამ თვეში პარტნიორთან ურთიერთობა შეიძლება იყოს რთული და დაძაბული. თქვენი გაურკვევლობა და განწყობის ხშირი ცვალებადობა საყვარელი ადამიანების მხრიდან ჩხუბსა და გაუგებრობას გამოიწვევს.

ვენერას გაიძულებთ, ჩაიხედოთ თქვენს შინაგან სამყაროში და იქ მოაწესრიგოთ საქმეები. იმ წყვილებმა, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ურთიერთობის პრობლემები, შეიძლება განიცადონ სერიოზული კრიზისი ან თუნდაც დაშორება. აგრეთვე არსებობს უსიამოვნო ამბების მიღების შესაძლებლობა, შესაძლოა რაიმე საიდუმლო გამჟღავნდეს. იყავი გულწრფელი პარტნიორთან. აკონტროლეთ ემოციები და სერიოზული გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, თუ მერე უნდა ინანოთ.

  • კირჩხიბი

ვენერა 6 ივნისიდან თქვენი სოციალური ქსელებისა და მეგობრობის სფეროში იქნება. შესაძლებელია, თქვენი მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზარდოს. ერთ-ერთი თქვენი კოლეგა გამოავლენს სიმპათიას თქვენ მიმართ.

მარტოხელებმა შეიძლება დაიწყოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც ადრე მხოლოდ მეგობრად ან შორეულ ნაცნობად თვლიდით. შესაძლოა მეგობრების მეშვეობით შეხვდეთ საინტერესო ადამიანს.

ივნისი კარგი თვეა რომანტიკული კომუნიკაციისთვის ინტერნეტში. კარგი იქნება დარეგისტრირდეთ გაცნობის საიტზე და მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო ჩატში. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის გამოვლენის, პირველმა დაიწყეთ საუბარი იმ ადამიანთან, რომელიც მოგწონთ. შესაძლოა, თქვენი ვირტუალური ურთიერთობა სერიოზულში გადაიზარდოს და პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოთ.

მათთვის, ვინც უკვე იპოვა თავისი სულიერი მეგობარი წარმატებული და სასიამოვნო პერიოდი ელის. კარგი დროა ერთად მოგზაურობის, შვებულების ან თუნდაც, ექსკურსიებისთვის. პარტნიორი იზრუნებს თქვენზე, მხარს დაუჭერს თქვენს ყველა საქმეს და პატივს სცემს თქვენს აზრს. უფრო ხშირად შეხვდით საერთო მეგობრებს, წადით სტუმრად, დაესწარით გასართობ ღონისძიებებს.

დაწყვილებულები არ უნდა ეფლირტაოთ სხვას, არ დაუწეროთ რომანტიკული კომენტარები სოციალურ ქსელებში. იყავით გულწრფელი საყვარელ ადამიანთან, ნუ ჩაიდენთ ისეთ საქციელს, რომელიც გააფუჭებს თქვენს ურთიერთობას.

  • ლომი

ვენერა თქვენს მე-10 სახლში იქნება თითქმის ერთი თვე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უფრო მეტად დაინტერესდებით კარიერული და სამუშაო საკითხებით, ვიდრე პირადი ურთიერთობებით. თუმცა, თუ მარტოხელებს სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი ცხოვრების შეცვლა, შეიძლება პოტენციურ პარტნიორს პროფესიონალურ გარემოში შეხვდეთ.

რომანტიკული შეხვედრა შესაძლებელია სამუშაო ადგილზე, კონფერენციაზე ან პრეზენტაციაზე, მივლინების დროს. ეს ადამიანი, შეიძლება კარგად იყოს უზრუნველყოფილი და ჰქონდეს მყარი პოზიცია საზოგადოებაში. შეიძლება შეხვდეთ ცნობილ ან მდიდარ ადამიანს, რომელიც განსხვავდება თქვენი ჩვეულებრივი სანაცნობო წრისგან. როგორც წესი, ასეთ ურთიერთობებში ერთ-ერთ პარტნიორს აქვს შანსი გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა, აიმაღლოს დონე პროფესიულ სფეროში და მიაღწიოს მიზნებს, რომლებიც ადრე მიუწვდომელი იყო. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ საოფისე რომანი, გქონდეთ რომანტიკული ურთიერთობა უფროსთან ან რომელიმე მაღალჩინოსანთან.

დაოჯახებულებისთვის ივნისი მშვიდი და უკონფლიქტო თვე იქნება. წყვილს კარგად გესმით ერთმანეთის, აპატიებთ წვრილმან შეცდომებს და გამოიჩინეთ თავმდაბლობას და მოთმინებას კომუნიკაციაში. თუმცა, თვის შუა რიცხვებში შესაძლებელია მცირე ჩხუბი საშინაო საკითხებზე და უთანხმოება საყოფაცხოვრებო მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით. ოჯახურ ურთიერთობებში დაძაბულობის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თქვენი სამუშაო, რომელსაც ძალიან დიდ დროს უთმობთ. გირჩევთ იპოვოთ წონასწორობა სახლსა და სამსახურს შორის და აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ოჯახურ ცხოვრებაში.

მხარი დაუჭირეთ საყვარელ ადამიანს, დაინტერესდით მისი პრობლემებით, იპოვეთ საერთო მიზეზი ან ჰობი, რომ მეტი დრო გაატაროთ ერთად. მცირე საჩუქრები ან ყურადღების ნიშნები გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას და თქვენს გრძნობებს. უმჯობესია თვის ბოლო დეკადა საკუთარ თავს და საკუთარ საქმეებს დაუთმოთ. უფრო ხშირად შეხვდით მეგობრებს, გაატარეთ რომანტიკული შაბათ-კვირა.

  • ქალწული

თვის დასაწყისში მარტოხელები აქტიური და კომუნიკაბელური გახდებით, სავარაუდოდ, საინტერესო და პერსპექტიულ ნაცნობობას შექმნით. დიდი ალბათობით თქვენი ახალი რჩეული არ მიეკუთვნება თქვენს ჩვეულ სანაცნობო წრეს. შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა შვებულებაში, ტურისტულ ან საქმიან მოგზაურობაში ან არდადეგებზე დაიწყოთ. თუ სწავლობთ ან მუშაობთ სხვა ქალაქში, შეხვედრა შეიძლება იქ მოხდეს. ნუ უგულებელყოფთ ინტერნეტს, ონლაინნაცნობობა მოსახერხებელია და იოლად შეიძლება გადაიზარდოს რეალურ გრძელვადიან ურთიერთობაში. შეგიძლიათ გადალახოთ ენობრივი ან კულტურული განსხვავება, დაიწყოთ მეგობრობა, მიუხედავად დიდი მანძილისა. ნუ შეგეშინდებათ დიალოგის დაწყების, გამოავლინეთ ინიციატივა. გაცნობის საიტზე დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად გააფართოებთ შესაძლებლობებს.

ზოგიერთი მიიღებთ ახალ ამბებს შორიდან და შესაძლოა გადაწყვეტილებას დიდ მოგზაურობასთან ან გადაადგილებასთან დაკავშირებით.

თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ივნისში თქვენი პირადი ცხოვრება უფრო დინამიკური და ინტენსიური გახდება. კარგი თვეა ერთად მოგზაურობისთვის: წადით ლამაზ ადგილას, ერთად გაატარეთ რომანტიკული უქმეები. შეძლებთ თქვენი ურთიერთობის განმტკიცებას და ყველა დაძაბული საკითხის მოგვარებას.

ივნისში შესაძლოა ძველი პრობლემები ან საკითხები მოგვარდეს: ყველა უთანხმოებას წარსულში დატოვებთ და წინსვლას დაიწყებთ.

  • სასწორი

თვის დასაწყისში ხშირად აღმოჩნდებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში. გარშემო მყოფები დაიწყებენ თქვენს დაფასებას, მიიღებთ კომპლიმენტებს. შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა გქონდეთ, მაგრამ ფიზიკური მიზიდულობა არ უნდა აურიოთ სერიოზულ გრძნობებში. შინაგანი ენერგიის მაღალმა დონემ შეიძლება გიბიძგოთ რთული ურთიერთობებისკენ, რომელიც დასრულდება იმედგაცრუებით და გატეხილი გულით.

თუმცა, ახალ თაყვანისმცემლებს შორის შეიძლება შეხვდეთ ვინმე განსაკუთრებულს და დაიწყოთ სერიოზული რომანტიკული ურთიერთობა. ეს ურთიერთობა თქვენთვის დასამახსოვრებელი და ნათელი იქნება, ამიტომ უარს ნუ იტყვით საინტერესო შემოთავაზებებზე, წადით პაემანზე.

დაწყვილებულებში ორმხრივი პრეტენზიებითა და წყენით შეიძლება გააგრილოთ თქვენი ურთიერთობა და დაძაბოთ. ნუ გაიხედავთ სხვისკენ, არ გამოიჩინოთ ყურადღება სხვის მიმართ, ნუ იფლირტავებთ ინტერნეტით, მოერიდეთ ფარულ საუბრებს ტელეფონზე. ამ ყველაფერმა შეიძლება ძალიან შეურაცხყოს თქვენი პარტნიორი, გამოიწვიოს ეჭვიანობა და გააფუჭოს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში. შეიძლება გამოვლინდეს ძველი წყენა და ოჯახში ჩხუბისა და კონფლიქტის მიზეზები გაღვივდეს. დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ხშირად უთხარით საყვარელ ადამიანს, რომ გიყვართ და გჭირდებათ მისი მოვლა და ყურადღება. უთხარით თბილი სიტყვები, გაუკეთეთ პატარა საჩუქრები, მოუწყვეთ პაემნები. ერთობლივი გეგმები და ზოგიერთი საერთო აქტივობა გააძლიერებს თქვენს ურთიერთგაგებას და აღადგენს ჰარმონიას და ინტერესს ერთმანეთის მიმართ. არ დარჩეთ სახლში: უფრო ხშირად წადით თეატრში, გამოფენებზე, გაისეირნეთ, დაესწარით გასართობ ღონისძიებებს, მოიწვიეთ საერთო მეგობრები.

  • მორიელი

კარგი თვეა მათთვის, ვისაც ახალი ურთიერთობის დაწყება სურს. მარტოხელებისთვის ხელსაყრელი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის. 6 ივნისიდან გაიზრდება თქვენი ოპტიმიზმი და კეთილგანწყობა, გაგიჩნდებათ სურვილი სხვებთან კომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობის დასამყარებლად. იცხოვრეთ უფრო აქტიური ცხოვრების წესით, უფრო ხშირად ეწვიეთ საზოგადოებრივ ადგილებში და გამოავლინეთ ინიციატივა შეხვედრისას. სასარგებლოა თქვენთვის რაიმე საინტერესო ჰობის პოვნა, მაგალითად, ხელოვნების შესწავლა, ფერწერის გაკვეთილების გავლა, დრამატულ სტუდიაში ჩარიცხვა. თქვენს გარეგნობასაც აქვს მნიშვნელობა. იზრუნეთ თქვენს გარდერობზე, წადით საყიდლებზე, შეიცვალეთ ვარცხნილობა.

მნიშვნელოვანი შეხვედრა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას: კაფეში, სამსახურში, მეგობრების კომპანიაში, პარკში ან სპორტულ მატჩზე. იყავით უფრო ყურადღებიანი გარშემო მყოფების მიმართ, გამოიჩინეთ მზადყოფნა ახალი შეხვედრებისთვის.

თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ მოწყენილობა და რუტინა, შემოიტანეთ რაიმე ახალი და უჩვეულო თქვენს ყოველდღიურობაში. სასარგებლოა ერთად მეტი დროის გატარება, სასიამოვნო შესყიდვების ან მოგზაურობის დაგეგმვა და საერთო აქტივობა. გულწრფელი საუბრები, ასევე სარგებელს მოუტანს ურთიერთობას. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება საყვარელ ადამიანს, ჰკითხეთ რჩევა.

თვის შუა რიცხვებში შესაძლებელია მცირე ჩხუბი და საშინაო საკითხების გამო დაძაბული მომენტები. შეეცადეთ იპოვოთ კომპრომისები. აუცილებელია გაითვალისწინოთ პარტნიორის სურვილები და განწყობა და არ გამოავლინოთ თქვენი ეგოისტური მიდრეკილებები. არავის მისცეთ ეჭვიანობის მიზეზი. კარგი დროა თქვენი გრძნობების გასაგებად. ზოგიერთმა მორიელმა შეიძლება ოფიციალურად გააფორმოთ ურთიერთობა და შექმნათ ოჯახი ივნისში.

  • მშვილდოსანი

6 ივნისიდან მარტოხელებს გაქვთ შანსი დაიწყოთ საოფისე რომანი. გააბათ ფლირტი კლიენტთან, მყიდველთან, ბიზნეს პარტნიორთან. შესაძლოა ვინმე საინტერესოს შეხვდეთ კორპორაციულ ღონისძიებაზე ან რომანტიკული თვალით შეხედოთ თანამშრომელს. თქვენს პოტენციურ რჩეულს ექნება თქვენი მსგავსი ჩვევები ან შეხედულებები ცხოვრებაზე, კომფორტულად იგრძნობთ თავს მის გვერდით. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ურთიერთობა დაფუძნებული იქნება ორმხრივ ვალდებულებასა და მეგობრულ სიყვარულზე.

საინტერესო ადამიანს ასევე შეიძლება შეხვდეთ ჯანმრთელობასთან ან სპორტთან დაკავშირებულ დაწესებულებებში: საავადმყოფო, კლინიკა, დასასვენებელი სახლი, სპორტდარბაზი. თუ შინაური ცხოველი გყავთ, ესეც შეიძლება იყოს თქვენი მომავალი რომანტიკული ნაცნობობის მიზეზი.

დაოჯახებულებმა მეტი დრო უნდა გაატაროთ მეუღლესთან და არ უგულებელყოთ საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობა. შეეცადეთ იპოვოთ ბალანსი სამსახურსა და ოჯახურ საზრუნავებს შორის, მონაწილეობა მიიღეთ საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში, უფრო ხშირად იზრუნეთ მათზე, გამოიჩინეთ ინტერესი მათი საქმიანობის მიმართ. ბინის ერთად კეთილმოწყობა, პროდუქტების შეძენა და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას. ერთად დაგეგმეთ შვებულება, მოგზაურობები, რამდენიმე საინტერესო საერთო აქტივობა. განათლება ან შვილების აღზრდა შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი თემა იყოს ივნისში. შინაური ცხოველის შეძენა ასევე დაგეხმარებათ თქვენი ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებაში.

  • თხის რქა

თუ ეძებთ სულიერ მეგობარს, ივნისში ბევრი შანსი გექნებათ შეხვდეთ მას და დაიწყოთ სასიყვარულო ურთიერთობა. უფრო გათამამდებით, უფრო ხშირად შეხვდებით, უფრო ღიად გამოხატავთ თქვენს სურვილებსა და აზრებს. თქვენი განწყობა რომანტიკული იქნება და მზად იქნებით ფლირტისთვის. ნუ შეგეშინდებათ ადამიანებთან შეხვედრისას ინიციატივის გამოვლენა, ინტერესის დემონსტრირება, ყურადღების ნიშნების გამოვლენა. ეს გაზრდის ურთიერთობის დაწყების შანსებს და გახდებით უფრო თავდაჯერებული.

თუ შესაძლებელია, რომ ივნისში დაისვენოთ, წახვიდეთ საინტერესო მოგზაურობაში, მაშინ რომანტიკული თავგადასავლებისთვის მოემზადეთ. ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც თქვენ გარშემოა ყოველდღიურ ცხოვრებაში: თქვენს მეზობელს, კოლეგას... თქვენ არ უნდა უგულებელყოთ ონლაინ ნაცნობობა.

დაოჯახებულებმა მოწყენილობას თავი უნდა აარიდოთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაც ახალი შეიტანოთ. იყავით უფრო კომუნიკაბელური, შეხედეთ საგნებს უფრო ოპტიმისტურად, აიმაღლეთ განწყობა და გარშემო მყოფებიც გაამხიარულეთ.

დაწყვილებულებმა სახლის გარეთ მეტი დრო გაატარეთ, დაესწარით სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას, შეხვდით მეგობრებს, გაისეირნეთ ბუნებაში. კარგი იდეა იქნებოდა ზღვაზე დასასვენებლად წასვლა, რამდენიმე საინტერესო ადგილის მონახულება და ჰორიზონტის გაფართოება. ივნისის მეორე ნახევარში არ უნდა მოახდინოთ ზეწოლა თქვენს პარტნიორზე და თავს არ მოახვიოთ რაიმე თქვენი შეხედულება და სურვილი.

  • მერწყული

მარტოხელებს დაგჭირდებათ საყვარელი ადამიანი, რომელსაც გაუზიარებთ გამოცდილებას თუ იმედგაცრუებას. კარგი დროა სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად, პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. პოტენციურ პარტნიორს მსგავსი შეხედულებები ექნება თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, თქვენ შეიძლება გქონდეთ იგივე მიზნები ან ჩვევები. დააკვირდით თქვენს ახლო გარემოცვას. შესაძლოა, სხვაგვარად შეხედოთ თქვენს ძველ მეგობარს, მეზობელს ან კოლეგას. უფრო ხშირად შეხვდით მეგობრებს, დაესწარით წვეულებებს და კორპორაციულ ღონისძიებებს. შეხვედრა ასევე შეიძლება მოხდეს ოჯახურ სადილზე, ოჯახური ან მეგობრული კავშირების მეშვეობით. ნუ ჩაიკეტებით სახლში, წადით გასართობ ხალხმრავალ შოუებზე ან კონცერტებზე, ნუ შეგეშინდებათ ვინმეს გაცნობა. ამ პერიოდში დაწყებულ ურთიერთობებს ყველა შანსი აქვს გადაიზარდოს სერიოზულ სასიყვარულო რომანში და გახდეს ოფიციალური.

დაოჯახებულებისთვის ეს თვე მშვიდი და ჰარმონიული იქნება. არანაირი კონფლიქტი არ გექნებათ ყოველდღიური თუ ფინანსური საკითხების გადაჭრაში. გაატარეთ მეტი დრო ერთად, გაერთეთ თავისუფალ დროს. თუმცა თვის შუა რიცხვებში შესაძლოა ეჭვიანობის შეტევებმა და ემოციურმა დაპირისპირებამ დაგძლიოთ. სერიოზული ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, ღიად და მშვიდად უნდა განიხილოთ თქვენი წყენა.

  • თევზები

ამ თვეში უფრო კომუნიკაბელური გახდებით, უფრო იოლი და სასიამოვნო იქნება ახალი ადამიანების გაცნობა და საუბრისთვის საერთო თემების პოვნა. ხშირად შეხვდებით მეგობრებს, ესტუმრებით სხვადასხვა საინტერესო ადგილებს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საინტერესო ადამიანთან შეხვედრას, რომელთანაც შეგიძლიათ დაიწყოთ ვნებიანი და ხანგრძლივი რომანი. თქვენი ურთიერთობა შეიძლება სერიოზული გახდეს.

შესაძლებელია რომანი დაიწყოთ კოლეგასთან ან ძველ მეგობართან, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ. თქვენი რჩეული შეიძლება იყოს თქვენთვის ახლობელი ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია თქვენს საქმიანობასთან, სწავლასთან ან უბრალოდ ახლოს მცხოვრებთან. მეგობრობა ახალ საფეხურს მიაღწევს, ძველ ნაცნობს ახლებურად შეხედავთ.

მათ, ვინც უკვე ურთიერთობაშია, წინ აქტიური და დატვირთული თვე ელის. უამრავი საინტერესო შეხვედრა, მოგზაურობა, ნათელი ემოციები და შთაბეჭდილებები გელოდებათ. შეგიძლიათ წახვიდეთ ნათესავებთან, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ ან შეხვდეთ ძველ მეგობრებს.

შეეცადეთ მოაგვაროთ ყველა სადავო საკითხი თქვენს საყვარელ ადამიანთან, როგორც კი ისინი წარმოიქმნება, მოგვიანებით მათი გადადების გარეშე. პარტნიორთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ივნისის პირველ ნახევარში. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს, არ დაგავიწყდეთ თბილი სიტყვების თქმა, მაშინაც კი, თუ მთელი დღე სამსახურში ხართ დაკავებული. ივნისის ბოლოს ურთიერთობები გაუმჯობესდება და ყველა დაძაბული საკითხის მოგვარებას შეძლებთ.