ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის

ცვლილებების - პოზიტიურიც და ნეგატიურიც - თვეა. იყავით აქტიური ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად, მწვერვალების დასაპყრობად. იყავით მომართული კონკრეტულ მიზანზე. იმოძრავეთ პატარა, მაგრამ თავდაჯერებული ნაბიჯებით. აკურატულები გახდით კოლეგების მიმართ. თქვენი სიტყვები შეიძლება არასწორად გაიგონ. მოერიდეთ ინტრიგებს.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული

ინფორმაციების გაცვლის თვეა. მაგრამ ეცადეთ, არ გაავრცელოთ ჭორები, გადაუმოწმებელი ფაქტები. აგრეთვე, არ გათქვათ სხვისი საიდუმლოებები. იანვარში შეგიძლიათ აიღოს ტაიმ-აუტი, დაისვენოთ, გაერკვეთ საკუთარ მისწრაფებებსა და სურვილებში. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, არც ფინანსების დაბანდებას გირჩევთ. არ გირჩევთ ნოსტალგიაზე დროის ხარჯვას. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, ნივთები, რომლებიც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

სიყვარული და რომანტიკა

პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნეთ. გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში. ნუ ელოდებით სხვების შეცვლას, თავად შეიცვალეთ და პირველ რიგში, შინაგანად. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან. სამწუხაროდ, ახალი რომანები არ იქნება საიმედოო. არ გირჩევთ არსებული კავშირის აფიშირებას, სხვების სალაპარაკო რომ არ გახდეთ. ნუ ჩაიდენთ იმ საქციელს რის გამოც მომავალში ინანებთ.

ჯანმრთელობა

არ გადავარდეთ დეპრესიაში, გაუფრთხილდით ნერვებს. შეგაწუხებთ ქრონიკული დაღლილობა. აიმაღლეთ იმუნიტეტი. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა. მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

2 იანვრის შემდეგ გადატვირთვა გჭირდებათ. დაისვენეთ, გამოიძინეთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახში. გაუშვით, ვინც მიდის. თავისუფლება უკეთესად წაგადგებათ.

17 იანვრის შემდეგ უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. დანერგეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი. შეიძლება შეგეცვალოთ სამუშაო გრაფიკი. მეტად უნდა იზრუნოთ ნათესავებზე, საოჯახო საკითხებზე.

იანვრის პოზიტიური დღეები: 21, 25, 27, 30 და 31.

იანვრის ნეგატიური დღეები: 4, 9 და 12.