ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

სადღესასწაულო დღეების შემდეგ თავით უნდა გადააშვათ სამსახურის საქმეებში. პროფესიული საქმიანობა ბევრ დროს წაგართმევთ. დრო ანალიტიკურ საქმიანობასაც უნდა დაუთმოთ. მოგეცემათ ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტიური მუშაობაც და დამოუკიდებელიც. მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები. უნდა აირჩიოთ: ან პირადი ურთიერთობის გაუმჯობესება, ან პროფესიული წარმატებები.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული

ხელი მოგემართებათ ახალ საქმეებში, წამოწყებებში. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხებს, კარიერულ იმიჯს. თვის მეორე ნახევარში ხელმძღვანელობა დაგაფასებთ, გამოგარჩევთ თქვენი საქმეებით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. შეხვედრებისა და მოლაპარაკებების თვეა. დაიმეგობრეთ გავლენიანი ადამიანები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ვარსკვლავები გირჩევენ თავი შეიკავოთ მსხვილი საყიდლებისა და ფულის დაბანდებისგან.

სიყვარული და რომანტიკა

ცვლილებების დროა, შეიძლება დაფიქრდეთ გჭირდებათ თუ არა ის ურთიერთობა, რომელიც ახლა გაქვთ. ან მისი შეცვლა გადაწყვიტოთ. რომანი შეიძლება გააბათ საქმიან პარტნიორთან ან იმ ადამიანთან, ვისზეც თქვენი წარმატება, წინსვლაა დამოკიდებული. გაუფრთხილდით რეპუტაციას. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. იყავით ნაზი და მოსიყვარულე მის მიმართ. ეს აგარიდებთ უთანხმოებასა და კამათს საყვარელ ადამიანთან. მარტოხელები ახალგაცნობილებს პირველ პაემანზევე ნუ მოსთხოვთ ხანგრძლივი ურთიერთობის შექმნას.

ჯანმრთელობა

რაც უფრო მეტს იაქტიურებთ ფიზიკურად, მით მეტად ჯანმრთელი იქნებით. დაკავდით სპორტით. გადახედეთ ყოველდღიურ მენიუს. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, გამონახეთ დრო მკურნალობისთვის. თუ საშუალება გაქვთ, აუცილებლად ეწვიეთ მზიან ქვეყნებს.

2 იანვრის შემდეგ მოიმატებს მგრძნობელობა და გაღიზიანებულობა. გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში, შინაგან სამყაროში. ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

17 იანვრის შემდეგ მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. შეიძლება მოულოდნელად მიიღოთ ფული. გაახშირეთ შეხვედრები მშობლებთან და ნათესავებთან.

იანვრის პოზიტიური დღეები: 7, 19, 23, 25 და 28.

იანვრის ნეგატიური დღეები: 3, 5 და 9.