ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "გაფრთხილდით, შეცდომების გამო არ იზარალოთ მატერიალურად"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "გაფრთხილდით, შეცდომების გამო არ იზარალოთ მატერიალურად"

23 ივლისის შემდეგ მზე თქვენს ნიშანში იქნება და მოიმატებს ენერგიულობა, ოპტიმისტური განწყობა. მოგინდებათ ახალი საქმეების დაწყება, ახალი პროექტების განხორციელება. ითანამშრომლებთ ადამიანებთან, ვისაც კარგად აქვს განვითარებული ფანტაზია, აქვს ლავირების უნარი. ერთად ავანტიურულ პროექტებსაც კი განახორციელებთ.

ბიზნესი, სამსახური

სანამ მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას, განათლებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს გარშემო მყოფების მიმართ. მოერიდეთ ინვესტიციებს, შეცდომების გამო არ იზარალოთ მატერიალურად. გადაამოწმეთ ყველა დეტალი, რათა დაზღვეული იყოთ შეცდომებისგან. 17 ივლისს შთაგონების ახალ ტალღას იგრძნობთ. მაგრამ ფრთხილადაც უნდა იყოთ, რომ არ ენდოთ აფერისტ ადამიანებს. არ გაართულოთ დამოკიდებულება კოლეგებთან, რამაც შეიძლება შეაფერხოს თქვენი იდეების განხორციელება. 23 ივლისიდან გაგიუმჯობედებათ მატერიალური მდგომარეობა. მოგეცემათ დაწინაურების შანსი. შეძლებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას. განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი გელოდებათ, თუ სამოსის ან ინტერიერის დიზაინერი ხართ, პარფიუმერიის ან ყვავილების სფეროში საქმიანობთ, ელიტურ ნივთებს ყიდით ან გართობს სფეროში საქმიანობთ.

სიყვარული

დაძაბულ ურთიერთობასაც კი მშვიდობიანად მოაგვარებთ. არ გირჩევთ არსებული კავშირის გაწყვეტას, სანანებელი გაგიხდებათ მომავალში. მარტოხელებს ახალი რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. თუ დაქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი ან მყარი კავშირის შექმნა, 18 ივლისის შემდეგ გააქტიურდით, როცა ვენერა კირჩხიბში გადავა. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად გამოავლინეთ მზრუნველობა და ყურადღება. იყავით აგრეთვე მზრუნველი შვილების, გერების, ნათლულების მიმართ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მეტი დრო დაუთმეთ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას; იმუნიტეტის ამაღლებას. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. მოუფრთხილდით ფრჩხილებს, კბილებს, ძვლოვან სისტემას. განსაკუთრებით, თუ ასაკში ხართ.

13 ივლისის შემდეგ ტრანსფორმაცია, ძირეული ცვლილებები მოგინდებათ. უნდა დაანგრიოთ ყველაფერი ძველი, დრომოჭმული. მოგიწევთ სირთულეებთან გამკლავება; კარდინალური ცვლილებების გადალახვა.

28 ივლისის შემდეგ სხვებზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. მეტად იზრუნეთ ბავშვებზე. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. გამოგიჩნდებთ გავლენიანი, ფულიანი მფარველი ან თავად უნდა გააქტიურდეთ ასეთის მოსაძებნად.