ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის "არ დაარღვიოთ ხელშეკრულება, არ ჩაშალოთ მოლაპარაკებები"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის "არ დაარღვიოთ ხელშეკრულება, არ ჩაშალოთ მოლაპარაკებები"

განსაკუთრებული დაკვირვებულობა გამოაჩინეთ ციფრებთან და ინფორმაციებთან მუშაობისას. 9 ივლისს თქვენი მმართველი უპირისპირდება გონების მმართველ პლანტება მერკურს და ეცადეთ, არ გამოგრჩეთ დეტალები, მნიშვნელოვანი წვრილმანები; ცოტა მეტი ძალა დაატანეთ თავს, რომ კარგად გაიგოთ ნათქვამი, წაკითხული; გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები.

ბიზნესი, სამსახური

ივლისში არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. არ გაეხვიოთ მკაცრ და რთულ ვალდებულებებში. ნუ შეეჭიდებით რთულ პროექტებს. წარმატების მისაღწევად ან დაკვირვებული იყავით, ან გვერდით ერთგული ადამიანები გყავდეთ, ვინც შეცდომებისგან დაგიცავთ. 28 ივლისს კი თქვენი მმართველი იუპიტერი რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება. მოგინდებათ წესების წინააღმდეგ წასვლა ან საიდუმლოდ მოქმედება. მსგავსი მოხდება თქვეს პირად ცხოვრებაშიც. უსიამოვნებები თუ არ გსურთ, არ დაარღვიოთ ხელშეკრულება, არ ჩაშალოთ მოლაპარაკებები.

სიყვარული

უამრავი საინტერესო ადამიანი გამოჩნდება მარტოხელების ცხოვრებაში და ეცადეთ, უპირატესობა ყველაზე საინტერესოს (მაღალი სტატუსი, მატერიალური კეთილდღეობა, გულუხვობა და ა.შ.) მიანიჭოთ. დათანხმდით მხოლოდ ძვირად ღირებულ საჩუქარს, მხოლოდ რომანტიკულ პაემნებს. ახალშეყვარებულებს მოგინდებათ პარტნიორის გაუმჯობესება, მისი იდეალურთან მიახლოება. დაქორწინებულება ზედმეტი კრიტიკის გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება მეუღლესთან. განსაკუთრებით 28 ივლისის შემდეგ, მისი შემორიგება გაგიჭირდებათ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

აკონტროლეთ წყლის სმის რაოდენობა, მიიღეთ ვიტამინები. მოსაფრთხილებელი ზონაა წელი და თირკმელები. ჩაიტარეთ შინაგანი ორგანოების გამოკვლევა. თუ ადრე კვალიფიციური სპეციალისტის გამონახვა გიჭირდათ, ივლისში კომპეტენტურს შეხვდებით.

13 ივლისის შემდეგ ჩამოყალიბდებით, რისი მიღწევა გსურთ მომავალში. იყავით გააზრებული და კონკურეტული. ნუ შეუშინდებით რთულ ჩახლართულ სიტუაციებს, ყველაფრიდან გამარჯვებული გამოხვალთ. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებასაც, დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

28 ივლისის შემდეგ თქვენი საყვარელი დრო დგება - მოგზაურობის, ახლის შეცნობის, ახალი გამოცდილების მიღების. ყურადღებით იყავით დოკუმენტებთან, ნივთებთან. შეიძლება გააფორმოთ სარფიანი ხელშეკრულება.