მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. მოგინდებათ შემოსავლის დამატებითი წყაროს გამონახვა. მიხვდებით, რომ რაღაც უნდა დააგროვთ ან ის, რასაც ფლობთ, მეტ უსაფრთხოებას საჭიროებს. დააბანდეთ ფული ძვირად ღირებულ ნივთებში. შეიძლება სარგებელი მიიღოთ უძრავი ქონებისგან.
ბიზნესი, სამსახური
ივლისი აქტიური თვეა, თვის დასაწყისი შეხვედრებით და კონტაქტებით გექნებათ დატვირთული; დაკვირვებული იყავით დოკუმენტების შედგენისას. უნდა დაიწყოთ ფინანსური საკითხების მოგვარება; გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებებს. სარგებელს მიიღებთ იქ, სადაც სხვამ მარცხი განიცადა. თვის მესამე დეკადიდან დაიწყეთ სასწავლო კურსებზე სიარული, გახშირდება შეხვედრები ახლობლებთან და ახლო მანძილზე მიმოსვლა. თქვენთვის სასარგებლო საქმეები მოაგვარეთ.
სიყვარული
დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, შეიცვალეთ იმიჯი, სტილი. მოიმატებს თქვენდამი ყურადღება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან. მარტოხელებმა მოინდომეთ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება და გაქვთ დაწყვილების შანსი. მიანიჭეთ უპირატესობა მას, ვის გვერდითაც თავს დაცულად და მატერიალურად უზრუნველყოფილად იგრძნობთ. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. შუა თვიდან მეტად გააქტიურდით მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. იყავით მზად ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მსუბუქი ვარჯიშები შეასრულეთ. არაფერი ექსტრემალური არ დაგეგმოთ. იყავით მომართული საკუთარი თავის, შესაძლებლობების, იმუნიტეტის გაუმჯობესებზე. მოერიდეთ სარისკო და გაურკვეველ სიტუაციებში გახვევას; ალკოჰოლურ სასმელს. მეტი დრო გაატარეთ ერთგული მეგობრების გვერდით.
13 ივლისის შემდეგ მოგინდებათ საკუთარ სურვილებსა და შინაგან სამყაროში გარკვევა. შეიძლება ცოტა ხნით განმარტოება და დასვენება გადაწყვიტოთ. მეტად იზრუნეთ ავტორიტეტის ამაღლებაზე და თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, უარი არ უთხრათ.
28 ივლისის შემდეგ მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ გაღიზიანებულ ადამიანებთან ურთიერთობას, ცხარე საკვებისა და ალკოჰილის მიღებას. სიფრთხილე გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ცეცხლთან და მჭრელ საგნებთან. მშვიდად მიიღეთ კრიტიკა, არ აჰყვეთ პროვოკაციებს.