ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის "ნუ ჩაერთვებით სარისკო საქმეებში"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის "ნუ ჩაერთვებით სარისკო საქმეებში"

საინტერესო თვე გელოდებათ, იყავით თქვენი ცხოვრების მთავარი გმირი. გადაწყვეტილებები მიიღეთ დამოუკიდებლად. გააზრებულად და მიზანმიმართულად იმოქმედეთ.

ბიზნესი, სამსახური

ივლისში თქვენი მმართველი პლანეტა მარსი კუროში იქნება, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ. 5 ივლისიდან მეტად გაუმართლებთ მეწარმეებს, კომერსანტებს. იყავით მომართული საკუთარი თავის პიარზე. ეცადეთ, ფული არ ფლანგოთ, მეტად დააგროვოთ ან დააბანდოთ. მუშაობისას ზომიერად გადაანაწილეთ თქვენი ენერგია, დრო. აჩქარებამ შეიძლება დამატებითი სირთულეები გაგიჩინოთ. ნუ ჩაერთვებით სარისკო საქმეებში. კარგ შედეგს მიიღებთ ციფრებთან მუშაობისას, შემოქმედების, არქიტექტურის, ქანდაკების სფეროს წარმომადგენლები. პირველ დეკადაში დაკვირვებით მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, თქვენი მმართველების მარსი პლუტონის ასპექტი მოგიწოდებთ იყოთ მაქსიმალურად ფრთხილი. სპორტში, საჭესთან, ცივ და ცეცხლსასროლ იარაღებთ მუშაობისას.

სიყვარული

მოულოდნელად, უჩვეულოდ შეხვდებით თქვენს სიყვარულს. შემთხვევით არაფერი ხდება და თავადაც მალე მიხვდებით, რომ დაუვიწყარი რომანი გელოდებათ. დაწყვილებულებმა გაამრავალფეროვნეთ თქვენი ცხოვრება. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს და პროვოკაციას არ გირჩევთ. აი, ახალდაწყებულმა კავშირმა კი შეიძლება ტოქსიკურ ზეწოლას ვერ გაუძლოს და დაშორება გადაწყვიტოთ. თუ ივლისს ზედმეტი უსიამოვნების გარეშე გაატარებთ, იდეალური პარტნიორი გყოლიათ გვერდით.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება გემრიელი კერძებით, მასაჟით. თუ ზედმეტი კილოგრამების აკრეფა არ გსურთ, გაითვალისწინეთ. კარგი იქნება ვარჯიში, აქტიურობა. თუ შვებულებას აპირებთ, უპირატესობა მთიან რეგიონს მიანიჭეთ. 28 ივლისიდან ჩაიტარეთ სრული სამედიცინო კვლევა. ამავე პერიოდიდან მოუფრთხილდით გულს, ძვლოვან სისტემას.

13 ივლისის შემდეგ მოგინდებათ ბინაში რემონტის გაკეთება ან სახლის მშენებლობა, საცხოვრებლის კეთილმოწყობა. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. თუ ხელმძღვანელი ხართ, თანამშრომლად აიყვანეთ გამოცდილი სპეციალისტები.

28 ივლისის შემდეგ ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან, მოსალოდნელია ურთიერთობების გაცივება. მარტოხელები საინტერესო ადამიანებს მიიზიდავთ; კონტაქტებში მოსალოდნელია მკვეთრი კონტრასტულობა.