ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის "ყველაზე რომანტიკული პერიოდი დგება"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის "ყველაზე რომანტიკული პერიოდი დგება"

აქტიური და ოპტიმისტური ხართ. ცხოვრებაში უამრავ საინტერესო და პოზიტიურ ადამიანს მიიზიდავთ. თვე სასიამოვნო მოვლენებით, სიახლეებითაა აღსავსე. თავადაც მოგინდებათ გახალისება, ავანტიურა და თავგადასავლები. გირჩევთ, კეთილგონიერება გამოიჩინოთ; წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნო სიტუაციებში გაეხვევით. გადახედეთ პრიორიტეტებს, რა არის თქვენთვის კომფორტული. ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, ექსკურსიებსა და პიკნიკებს. თუ შვილი გაყავთ, მეტი დრო დაუთმეთ მას. ერთად გაატარეთ უქმეები. გამორიცხული არაა, ფული ლატარეაში მოიგოთ. ამასთან, გაფრთხილდით, არ გირჩევთ აზარტულ თამაშებში ჩართვას.

ბიზნესი, სამსახური

სამსახურის საქმეების პარალელურად უნდა გამონახოთ დრო რომანტიკული თავგადასავლებისთვის. მოგინდებათ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება; საყვარე ადამიანთან ერთად თაფლობის თვის მოწყობა. ზოგიერთმა შეიძლება შვებულებაში წასვლა გადაწყვიტოთ. მეტი დრო დაუთმეთ საბინაო პირობების, ოჯახის წევრებთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას. საუკეთესო თვეა რემონტის დასაწყებად. თვის დასაწყისში შეიძლება ნათესავებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. შეიძლება გადაწყვიტოთ ბინის ყიდვა-გაყიდვა. დაიწყებთ საბუთების შეგროვებას უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. 13 ივნისიდან მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ განვითარებას. აკეთეთ ის საქმე, რაც რეალურ სიამოვნებას განიჭებთ. ზოგმა შეიძლება ძველი გასართობი გაიხსენოთ. დაუთმეთ დრო კულტურული დონის ამაღლებას. მოიმატებს აზარტულ თამაშებში ჩართვის სურვილი და შეიძლება მოიგოთ კიდეც. ზოგიერთს გელით მივლინება და ზოგსაც მგზავრობა საზღვარგარეთ. საქმეების პარალელურად, რომანტიკული ნაცნობობაც გელოდებათ. მეტი თავისუფალი დრო გაატარეთ თქვენი შვილების გვერდით, თინეიჯერებს დაუმეგობრდით და დაეხმარეთ სირთულეების გადალახვაში.

სიყვარული

ივნისში ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის იქნება ოჯახი, საყვარელი ადამიანი და შვილები. მოგინდებათ ბინაში ავეჯის გადაადგილება, დიზაინის შეცვლა, რემონტი. ფული შეიძლება ან ნათესავებისგან მიიღოთ, ან კრედიტი აიღოთ. დაწყვილებულების ცხოვრებაში ყველაზე რომანტიკული პერიოდი დგება. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო გარემოში. 23 ივნისის შემდეგ მოიცალეთ რომანტიკული შეხვედრებისთვის, პაემნებისთვის. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს სიურპრიზები, გაანებივრეთ საჩუქრებით. ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლოთ შვილებს.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

არანაირი გართულება არ გელოდებათ. იმუნიტეტიც და მადაც მშვენიერი გაქვთ, ენერგიულიც ხართ. მდგომარეობა რომ არ გაირთულოთ, აკონტროლეთ წნევა, გაესინჯეთ ენდოკრინოლოგს. კარგი იქნება, თუ დილაობით ივარჯიშებთ, ცურვა, ველოსიპედიც კარგია, მაგრამ თუ არ გადააჭარბებთ სიჩქარეს. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გახშირდება შეხვედრები ნათესავებთან, ძველ მეგობრებთან, გაიჩენთ ახლებსაც; მიიღებთ საჭირო ინფორმაციებს.

14 ივნისის შემდეგ გადახედეთ გეგმას, პრიორიტეტებს. დაასრულებთ პროექტებს, თანამშრომლობას კონკრეტულ კოლექტივთან. შეიძლება ზოგიერთ ადამიანთან დაასრულოთ მეგობრობა. დაიცავით დისტანცია საქმიან პარტიორებთან. არ გირჩევთ კონფლიქტს ახლობლებთან.

29 ივნისის შემდეგ მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - ფიზიკურ და ნერვულ სისტემაზე. დაიწყეთ ბრძოლა მავნე ჩვევებთან. ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს შუა გზაზე. ზოგმა შეიძლება მობეზრებული სამსახურის მიტოვება გადაწყვიტოთ.